გადაიარეს ღრუბლებმა,ცისარტყელების ბუმია,
დამირჩი სევდისამარა ჩემო პატარა ბუტია.
რამ გაგიჩინა ნაღველი?- იქნებ მითხრა და გაგიგო,
მითხარი წარსულის სევდამ ეგ გული რატომ გაგიყო?!
გარეთ გახედე, გააღეს სიცოცხლის ყველა დარაბა.
თვალებს ნუ ხუჭავ ცხოვრებას უნდა ფხიზელი დანახვა.
რად გეცინება? არ გჯერა ჩემი რწმენის და იმედის?
თუ უმადური გადარჩი, არ გინდა ნახვა მცირედის?!
ნახე რა ლაღად დაჰქრიან... მერცხლის ჭიკჭიკი არ გესმის?
გამოდი,გარეთ გამოდი, ცა სეტყვას ისევ არ გესვრის.
რით დაგაჯერო, რომ ღამემ, დღეს, საუკუნე უთია?
გეძახი, მაგრამ არ გესმის ჩემო პატარა ბუტია.
ქერა კულულებს აგიშლის,- თავნება არის დღეს ქარი,
მწუხრი დატოვე წარსულში, გააღე სიცოცხლის კარი.
გადაიარეს ღრუბლებმა,სევდამ სიცოცხლეს უტია,
შენ დამრჩი სევდისამარა...რატომ ტირიხარ ბუტია???