среда, 17 сентября 2014 г.



შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!
უსამართლო სამართალს
მერამდენედ ვენდეთ.
მერე ამ შეცდომებით
დაუნდობლად ვევნეთ.
დატირებულ წმინდანებს
არ ვასვენებთ მშვიდად
მიწას ისევ ვაშორებთ
და წყალობა გვინდა.
შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!


ადამიანო

ადამიანო!გეძახის ღმერთი,
ადამიანო,ჯოჯოხეთს ცხოვრობ.
უკვდავი სულის გადასარჩენად
დრო არ გეყოფა-სიკვდილს ნუ გგლოვობ.
ადამიანო!გეძახის შვილი!
რომ დააპურე ცოდვილი პურით
რა გინდა უთხრა ვისი წაწყმედით
გაწირე სული?!
მიწის ქვეშეთში სატანჯველია,
ცის კარიბჭესთან ,მაღალი ღმერთი!
-ათასი ცოდვის ჩამდენი ცოცხლობ
მოინანიე თუნდაც ეს ერთი!
სხვისი შვილების არ გესმის მოთქმა,
უნდა სხვის ცრემლზე გადაიარო,
გეძახის ღმერთი გეძახის ღმერთი
და გაიგონე ადამიანო!!!!!!


მე ისე შორს ვარ




მე ისე შორს ვარ-ლოდინი არ მღლის.
ვის ველოდები?! გავყურებ ნისლებს,
ვდგავარ ხმაურით გულშემოყრილი,
დრო მეორე ხმით გაღმისკენ მიწვევს.

მე ისე შორს ვარ ვერც კი შემამჩნევ,
ლანდებს დარდები ეხატათ შუბლზე.
დგას სიმარტოვე გარიჯრაჟზე და
ტკივილს მიტოვებს მიწურის ზღურბლზე.

მაგრამ ვიცი კი ტკივილის გემო?
მე ისე შორს ვარ კაცთა ბედისგან....
ალბათ გარიყულ ხმელ წიფელივით,
"ყველასთან" ყოფნა არც კი მეღირსა.

მე ისე შორს ვარ...შენ კი დამყურებ!...
ქვა- ღორღებს მაყრი მაღალი კლდიდან
ფიქრი სიცოცხლეს გამოვასალმე
და შენზე დარდი აქაც კი მღლიდა.

ჰოდა სიშორეს ამოვეფარე....
აკვანი სულის აქაც ირწევა.....
რა რთული არის ასე შორს ყოფნა
და ამ შორეთის" სახლთან" მიღწევა

მე ისე შორს ვარ, ვერც კი შემამჩნევ!.....

воскресенье, 7 сентября 2014 г.

ჩემი განზრახვა

მე მოვალ შენთან და აგიხდენ ოცნებებს
დამიჯდეს თუ გინდა სიცოცხლის ფასად.
არ მიღირს ცხოვრება უბრალო განძივით
მხოლოდ ჩემთვის მქონდეს,დარდად და ფარსად.

ჰო, მოვალ შენთან და იქნება იფიქრო,
ლამაზი სიტყვებით შეგიცვლი ცხოვრებას.
არადა ვაპირებ თავხედურ ღიმილით,
მე ისევ წარსულის ლაღ განმეორებას.

უბრალოდ შეგიცვლი ფერებს და დატკბები.
შენ მხოლოდ ხედავდი თეთრსა და შავს.
მაგ გულზე,ხელებზე კვლავ მოგეფერები,
ასე შეგაყვარებ თავიდან თავს.

მე მოვალ შენთან და ლამაზი ფიქრებით
აგიხდენ ოცნებებს,აგიხელ თვალს
მერე ალბათ ისე გარდავიცვლები....
ანდა უშენობით მოვიკლავ თავს.

ასე იცვლებიან

ასე იცვლებიან.-დრო ცვლისო გრძნობებს.
-ასე მომაწიეს სიტყვები გზაში.
გაოცებისაგან უკან მივიხედე
ალბათ აგერიეთ ვიღაცა სხვაში.

როცა ირონია ჩემად მივიჩნიე
ნაბიჯებს დავუწყე უაზროდ დათვლა,
ჭორავი ბოლომდე მოჰყვა აზოვნებას....
იცი რა იკადრა?- არ გინდა, არ სთქვა.

ასე გაიარა წლების ქარტეხილმა.
იმ გზაზე დღეს ისევ ამაყად ჩავიარე
არავის ახსოვდა ცოდვების ამალა....
ახლა მე ვითვლიდი სახეზე ნაიარევს.

ჰო, თურმე ათმაგი სასჯელით დაღლილან,
არ სცხელათ სხვებისთვის-ეყოფათ თავისიც,
ცოდვების კამარა ზეცამდე აჭრილა
იმედი დაკარგეს აწმყოსიც,ხვალისიც.

სულელურ ფიქრებით გავყევი გზებს და,
....ეს დღეც შემაძულე ღამევ ქარიანო........
იცით? არ დაგცინებთ უბრალო ირონიით
არ მინდა ცხოვრება თქვენებრ გავიარო.

თუ ქარში,წვიმაში დარჩებით მარტონი,
ჩემსავით აივლით გაყინულ გზას.
სულში ჩახედეთ საკუთარ თავებს და
ნუ ატკენთ, ნუ განსჯით ვიღაცა სხვას!

ასე იცვლებიან.-დრო სცვლისო გრძნობებს
ასე მომაწიეს სიტყვები გზაში.
გაოცებისაგან უკან მივიხედე
ალბათ აგერიეთ ვიღაცა სხვაში.