пятница, 27 января 2012 г.

მთვარეს ეღიმება...


  თურმე სიმყუდროვემ დარდი გააჩინა
 უხმო ხელჩაქნეულ მთვარეს ეცინება....
ღამის დარაბებთან სიო ჩამიჩუმობს,
ფიქრებს გამეტებით ეცილება.
 ამ ღამეს არ სჩვევია ტკივილის დამალვა,
არც სევდით დამფრთხალა ისევ ისეთია,
აღარც ხმამაღალი აღარ შეაშინებს,
ფიქრობს მარტო სული, მხოლოდ ის ერთია.
თურმე, სიმყუდროვემ, ბევრი ფიქრით დაღლა,
ვეღარ შეიგრძნო და ასე გაიწირა,
უხმოდ ეცინება ხელჩაქნეულ მთვარეს,
ყველა გარდაცვლილი უკვე დაიტირა.
ისევ ბურუსით და ფიქრით დაღლილს,
ვიცი შენც დაგჩაგრავს ბედის ირონია
ჰოდა გაიღიმე შენც ამ მთვარესავით
იცი?- გაღიმება ძალზედ იოლია!
    
   ..........................................
მთვარე ჭკვიანია.......
მასაც სტკივა ბევრი სხვა ტკივილი,თუმცა იღიმის.....
შეიშალა?!
- ალბათ!
სულაც არა! უბრალოდ უნდა ვერავინ შენიშნოს დარდი და სამყაროს წყვდიადი
მისი ტკივილებით უფრო არ ჩაამუქოს!
იქნებ არც ის უნდა , მოწყენილი დაინახოს დედამიწამ?
ვინ იცის?!

среда, 25 января 2012 г.

იმედგაცრუება

ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
ილუზიებით დამფრთხალი  ვოცდები
როდესაც განთიადს უკეტავ დარაბებს
შენც დაიღალე,რატომღაც შეშინდი
მიყურებ თვალებში და მესვრი ქარაგმებს.
იცი? რა ცუდია სამყაროს უცქირო
უაზრო ფიქრებით შენიღბო წუთები?-
როდესაც იფხიზლებ სინანულს აწყდები
უფერო  სივრცეში რომ უკან ბრუნდები.
ათასი სხვა ბევრი ნიღბების ტარებამ,
სული შეგიხუთა და გული გალია,
თურმე თავდაყირა სიცოცხლის დადგომა
პატარა,თავნება ოცნების ბრალია.
ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!

Lass mich

Lass mich

Lass mich Dir die Welt zeigen,
wie ich sie sehe...
Lass mich Deine Gefühle spüren,
so daß ich sie verstehe...
Lass Dich in meine Arme sinken,
Du bist nicht allein...
Lass Dich von meinen Träumen berühren,
ich will bei Dir sein!
Ulrich Stamm

вторник, 24 января 2012 г.

მიმატოვეს

   


                 
                სიკვდილის ნატვრაში, ტკივილებმა სულიც წაიღეს,

              ტაძრამდე მისვლას ვერ ვეღირსე მე ბედ გამწყრალი,

              ამ ღიმილს მიღმა გაზაფხულის გლოვაა ისევ

              სიყვარულია მიჩქმალული ჯერ ვერ დამცხრალი.

              უკვდავების წყალს ვერც ვერავინ მომიტანს ვიცი,

              ისევ იარებს უნდა ვუწყო დღეს სასთუმალი,

             სიცოცხლეს ფასი დაეკარგა,როგორც არასდროს...

              ხან ბობოქარი ვიჩაგრები,ხანაც მდუმარი.

              სხეულს დააჩნდა ნაკვალევი ისევ ტკივილის

              რას დავეძებდი...მივეჩვიე მე ხომ ტკივილებს,

              მაგრამ შიში მკლავს,რომ ეშმაკი მოვა მტარვალი,

             სულსაც მომისრავს და ბნელეთში გადამიბირებს.

              სიკვდილის ნატვრაში,ტკივილებმა სულიც დატორეს

              ვდგავარ მარტო და ახლა ვხვდები რომ მიმატოვეს!

ჩემიც და შენიც.





რა შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი,
მალე ეს წყალი გადაძირავს გადამქრალ თვალებს.
არ შემაშველე ავად გამხდარს არასდროს ხელი
და სიყვარულიც ჩემთან ერთად სუნთქვას ამთავრებს.

     გადამიარა შენს ლოდინში ძლიერმა ტალღამ
     გამომაცალა ძალი უცებ ზღვის ქაფმა თეთრმა,
    და დამატარებს იმ დროიდან აღმა და დაღმა....
    როგორ ვიბრძოლო ძლიერებთან მე მარტო ერთმა?!

სადაც არ იყავ იქ დაგიწყე ძებნა სულელმა
სადაც არ სჩანდი დამეგულე მაინც რატომღაც
მერე დავიწყე ისევ ჩემი გამომდურება,
გაბრუებულმა შენი გრძნობით ისევ მარტოკამ!

      და ახლა ხედავ სად მოვედი მე სისულელით?
      ხედავ როგორი ხვედრი გახდა ჩემი სასჯელი?
      ჰო, მომისროლეთ ყველამ თქვენი ძლიერი ხელით....
     ისღაღა დაგრჩათ არ ჩააქროთ ჩემი სანთელი!
..................................................................

რა შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი
ფუჭად ეს მზერა უკანასკნელ ტკივილით გელის
მომსრე,დაშანთე გული ჩემი ძლიერი ხელით
აქვე მთავრდება ეს სიცოცხლეც  ჩემიც  და შენიც.




           




დასასრული




აივსო თმენით სიცოცხლე ჩემი
აივსო სულ მთლად ჩემი ფიალა,
სიკვდილმა ჯანღი ჩამაცვა ძველი
 და ბაირაღი ააფრიალა.
ბასრია მისი მახვილის წვერი ......
უკვე ათასი გზები იარა....
მოვიდა ჩემთან, დამესხა რეტი,
ლამაზი სული გაატიალა.
მზემ სთხოვა კრძალვით დათმობა ჩემი,
მაგრამ თვალები დააბრიალა,
მერე ატირდა ნიანგის ცრემლით
და ყველა ირგვლივ ააღრიალა.
უფალს გაუჩნდა მის მიმართ რისხვა,
მახვილით მოსდგა დააფრთხიანა,
მაინც მოდგა და მაინც შემრისხა
ლამაზი სული გაატიალა.
უკვე ამევსო თმენით სიცოცხლე
უკვე მომწყინდა ჩემი ფიალა,
სიკვდილმა ჯანღი ჩამაცვა ძველი
და ბაირაღი ააფრიალა.

მახსოვს!!!!!!

                 
მშვიდათ გძინავს, სუნთქვა შენი მესმის ახლო.
სახეს მაინც აკრთობს ცრემლი.
ვერ შევძელი უცოდველს დღეს ხელი გახლო,
ვერ გითხარი რაც მინდოდა მეთქვა ჩემი.

შენ სულ სხვა ხარ! ოცნებებში სულ სხვას ხედავ,
რატომ სცადე ჩემთვის  ხელის შეშველება,
..არ მიყვარდი არც შენ გქონდა სიყვარული
გვიანია!-არაფერი მეშველება.

ამ ჩემს ფიქრებს ისე უცებ აედევნე,
სული ნათელს ოცნებებში აქსოვს,
აღარ მინდა შენი აღარც გახსენება
მაგრამ მაინც!-ყველაფერი მახსოვს!!!!!!

შენ!!!!!!!!!

                
შენ,შენ,შენ იყავ ის გაზაფხული                                                                           
ვინც მომიკითხა აპრილშიც,მარტშიც,
ვინც გადასცურა ზღვა და ხმელეთი
და ვინც იარა წვიმაშიც,ქარშიც.
შენ,შენ დაიწყე მელოდიების
ასე მკაფიოდ დაკვრა ფიქრებზე
და მომეფერე ისე ლამაზად
უკვე მახინჯ და დამჭკნარ თითებზე.
შენ! შენ და კიდევ სხვაც იყო თურმე,
მაგრამ მე სხვისი ხმა არ მესმოდა
შენს მოლოდინში,ქარიშხლიანში
მეგონა წვიმა ვარდებს მესვროდა
ისე ლამაზი იყო სიცოცხლე
შენ,შენით,შენად,შენს ძლიერ გულში
სულ დამავიწყდა როდის ვიტირე
ან როგორ დღეებს ვებრძოდი გუშინ!
დაათრო ფიქრმა შენი თვალები
სიყვარულისგან აენთო სახე
პირველ გაზაფხულს მეჯვარედ მაშინ
იების კაბა შვენოდა,ვნახე.
ამ ზამთარს ვიცი სიცივე მოაქვს,
ვეღარ დავურჩი ტკივილებს ვერ....
შენ,შენ,შენა ხარ ის გაზაფხული
და გჭირისუფლობ მე,მხოლოდ შენ!
შენ! შენ და კიდევ სხვაც იყო თურმე,
მაგრამ მე სხვისი ხმა არ მესმოდა
შენს მოლოდინში,ქარიშხლიანში
მეგონა წვიმა ვარდებს მესვროდა!

                                      
                         რა  სურდა გულს

   
        ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე ისე დავხატე
        მთელი სიცოცხლე მოლოდინის მქონდა იმედი.
        სასოწარკვეთამ სიყვარული დატოვა ქვაზე,
        და ტრაგედია დატრიალდა დღეს უმძიმესი

        ფარული ზრახვა,ლტოლვა გულის ქარმა წაიღო
        და სასთუმალთან დამიტოვა ულევი სევდა,
        ატირებული  განთიადი სახეს მიჭრელებს,
        არა სჩანს ჩემი მომავალი და აღარც დედა!

       ისე ჩაჩრდილეს თეთრ ღაწვებზე ჩემი ღიმილი,
       ნაირევად ამჩნევია ტკივილი თვალებს,
       მესმის დღეს სხვისი ხმამაღალი მოთქმა, ტირილი
       და  წარსულიც  კი ,ჩემს მომავალს,-დღეს ასამარებს.
 
       ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე როგორ დავხატე
       ეს ტანჯვა მძულს.....
       დღესაც არ ვიცი რას ველოდი და
       რა სურდა გულს....