суббота, 8 декабря 2012 г.

..............................

ამ ქვეყნად მოსვლა,იმად მიღირდა,
რომ შენი ტუჩის გამეგო გემო.
საცოდავია ყველა დაღლილი,
ვინც გაგიმეტა ძვირფასო ჩემო.
ამ ქვეყნად მოსვლა იმად მიღირდა...
ჩემთვის არ იყო "თავო და თავო"....
და თუ ოდესმე ძლიერ მიჭირდა,
ისევ ცოდვილი ფიქრების გამო.
ამ ქვეყნად მოსვლას როგორ ვინანებ,
თუნდ ჯოჯოხეთურ გზებზე ვიარო.
ათასს მავანში ამოვარჩიე......
რამ შეგრყვნა ასე ადამიანო?!

вторник, 4 декабря 2012 г.

მე ასე მეგონა (ვუძღვნი ჩემს ჳითომ მეგობრებს)


  დადგა დრო,როცა ყველაზე კარგად ჩავწვდი ,ოდესღაც ნათქვამ მამაჩემის სიტყვებს:"შვილო,ვინც გიღიმის ყველა შენი მეგობარი ნუ გგონია"-ო.მაშინ ძალიან
განვიცდიდი ამას.როგორ მტკენდნენ გულს მამის ეს სიტყვები....თუმცა ახლა,რეალობა უფრო ტკივილიანი ყოფილა.
    ყოველთვის,ურთიერთობებით მდიდარს, მეგონა რომ მუდამ ასე ვიქნებოდი.მეგონა ყველა ახლოს იდგა.იდგა მთელი სულით და არა მარტო გულით.ასე მეგონა......

       პირველი იმედგაცრუება, შორს წასულმა განვიცადე.მაშინ,როცა მარტო გადავწყვიტე 
გამეგრძელებინა გზა,რომელიც მომავლამდე გადიოდა.თუმცა არ ვიცოდი როგორ გავივლიდი ამ გზას,მაინც უშიშრად დავადექი.დავადექი ისევ მეგობრის იმედით. ახალი გარემო და ახალი ურთიერთობები ნაკლებად მხიბლავდა.მე ვეკედლებოდი ისევ ძველს,ლამაზს,ნაცნობსდა საყვარელს.
მეგონა მასაც უხაროდა ჩემთან ახლო დგომა. 
მეგონა.....
 
 
მერე ბევრი რამ შეიცვალა.ბევრი დროც გავიდა.ბევრჯერ განვიცადე და ბევრჯერ განვაცდევინე ალბათ სხვებსაც იმედგაცრუება.მაგრამ რეალობა ასეთი იყო.
 სიმარტოვე არ შემეძლო.არსებობენ ადამიანები,რომლებიც ოცნებობენ მარტო ყოფნაზე,სიჩუმეზე,სიცარიელეზეც ალბათ...მე კი... მე მეშინოდა ამ ყველაფრის მუდამ.მინდოდა  ძალიან ბევრი ადამიანი მყოლოდა გარშემო.ბევრი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.ჰოდა შემოვიკრიბე მთელი ზღვა.ყველასთან ვიყავი და გამოვიდა,რომ არავისთან ვყოფილვარ... 
ისევ მეგონა.......

მე არ ვარ ღმერთი! არც სისპეტაკე ვარ მისი,არც ნათელი სხივი და არც უცოდველი სანთელი.მე მხოლოდ მე ვარ.რიგითი ადამიანი ჩემი ცოდვებით და ჩემი დადებითით(თუ მაქვს დადებითი).არც  ანგელოზი ვარ ფრთებით რომ დავფარო ყველა ბოროტება,რომ უფალს შევავედრო მავანთა სულები.
მე ,მხოლოდ მე ვარ.იქნებ არც მე ვარ?! ...
ასე მეგონა.......

 გახსოვს? სიცივეში ბევრჯერ მოვფერებივარ შენს ფეხებს.არავინ მიმაჩნდა მაშინ შენზე ახლობელი.რომ გეძინა და წუთებს ვითვლიდი გათენებამდე.
 არც ეს გემახსოვრება.შენ რომ თვალს გაახელდი, განთიადზე და კარგად სუნთქვას დაიწყებდი,მე,მერე ვიძინებდი.-ვიცი არ გახსოვს.არც მიფიქრია,რომ ამ ყველაფერს დამახსოვრება სჭირდებოდა.მე ჩუმად,ჩემთვის მიყვარდი. ...
.ისევ მეგონა......

მერე მე წავედი! წავედი შენგან შორს და ისე წავედი,რომ დღემდე,უკან დაბრუნების სურვილიც კი არ გამჩენია.არც შენი ნახვის.არც შენი სიყვარულის.არც მოგონებებს ვახსენებინებ თავს.ეს,.ისე, უბრალოდ,ჩემთვის.....

ახალი ცხოვრების დაწყება ადვილია ძალიან.ახალ მეგობრებსაც პოულობ.მარტო არა ხარ! აღარ გეშინია.
მერე იმ ახალ მეგობრებს ვუამბობდი  შენზე და ახლა რომ ვუკვირდები,არ იყო ეს მანდამაინც ლამაზი და კარგი ჩემგან.-გულში დაიტიეო, შენთვის იფიქრეო ხომ მეუბნებოდა დედა??? მე კი ჩემი გავლილი დროის დანახვით მოვინდომე ახალი მეგობრების სიყვარული.ეს იმიტომ კი არა, მე  მგონია, რომ ძალიან კარგი ვარ,ალბათ იმიტომ ,რომ ძალიან არ მინდოდა იგივე ტკივილი თუნდაც კიდევ ერთხელ განმეცადა.მე ასე ვფიქრობდი
.მე ასე მეგონა........

რა უმეცარია ადამიანი.რამდენ რამესთან უძლური და სასაცილო.ყველაფერი იცის ჰგონია.ყველაფერს ეპოტინება და წვდება საბოლოო ჯამში კი არაფერი არა აქვს.რა უსუსურია მოდგმა ევასი......
რა სასაცილო ვარ მეც.....

პატარა ბავშვივით აღრენილ განწყობაზე ვარ ახლა.ისეთ განწყობაზე,როცა არაფერი არ მინდა,როცა ვტირი და ტირილის მიზეზს ვერ ხვდებიან.(არცაა საჭირო,ვერც მიხვდებიან)
იცი რა მატირებს? შენ რომ თვალისდაუხამხამებლად დაივიწყე ყველაფერი.შენ რომ მარტო ძილიც  შეგიძლია უკვე და რომ მე შენთვის საჭირო აღარა ვარ თურმე. არც გიკითხავს მიზეზი ტირილისა.ალბათ მიჩვეულიცა ხარ....
....შენს სახელს ისე ვუფრთხილდებოდი,ისე მიყვარდა,ისე ვუვლიდი....
.მე ასე მეგონა......

ნაძალადევი ურთიერთობები მომწყინდა.მე ისე მინდა ვიყო,როგორც შენ ჩემთვის იყავი.შენც და სხვებიც.....რომ გათენებიდან დაღამებამდე მქონდეს იმედი იმისა,რომ არსებობ ჩემთვის ყოველ წამს.მე,კიდევ შენთვის!

რომ მყვარებოდი ალბათ გაპატიებდი....ალბათ ისევ "მეგონა" და არ მიყვარდი?იცი მეგობარი რა იყო ჩემთვის? იცი ვისთვის იყო ყველაზე ფართო კარი, ჩემი გულისა ღიად? მხოლოდ შენთვის ჩემო მეგობარო.მხოლოდ შენთვის!

ახლა? ახლა აღარა ხარ! ვერ გაპატიებ!ვერ შეგახსენებ ჩემს თავს რაღაცის გამო.
 უბრალოდ არ მიღირს!
თავს ისევ  "მე, ასე მეგონა"- თი დავიმშვიდებ და  შენც მასავით წარსულში გაგიხსენებ.

..... რა უცნაურია ადამიანის ბუნება არა?უკვე გაგიმეტე.გაგიმეტე დასავიწყებლად ჩემო 
ვაი მეგობარო.გავიმეტე უდიდესი სიყვარული შენდამი და სინანულის გრძნობაც კი არ გადამირჩა......იქნებ არც ღირდა ერთი ხელისმოსმით ყველაფრის გაწირვა,მაგრამ მე სხვაგვარად არ შემძლებია.მე უბრალოდ მე ვარ ისეთი,რომელიც არასოდეს იცვლება.

გართობის,დროის და ფულის მეგობრების დრო დამდგარა თურმე!!!!!!!

пятница, 9 ноября 2012 г.

ცილისწამება

მომპარე, წაიღე,- ყველაზე ძვირფასი,
ყველაზე სათუთი, მე, რაც კი გამაჩნდა.
სველ,ბინძურ მიწაზე ოცნება დავაგდე,
ტალახის  ყვითელი,აქ,სულსაც დააჩნდა.
 მომბეზრდა ყვირილი,მოთქმა და ჩივილი
ან სხვების დაცვა და ან თავის მართლება,
არის დასასრული? მე უნდა ვიცოდე....
გონება რატომ მსჯის,რატომ არ ნათდება.
ვიბოდიალე აღმა და დაღმა,
ჩემი ნაცელი,დარდის ფიქრებით.
რომც დამეკითხოთ ვერ ვიტყვი რატომ....
მეც და ფიქრებიც გავირინდებით.
ეს მიტომ არა,რომ შიში გვიპყრობს,
ისევ შენიდან გადაბირების,
უბრალოდ ტკივა სხვა ვიღაც მავანს
შენზე მეტად, დღე,ხვალ დატირების.
მომპარე!-შენი ბრალია თურმე...
რა ადვილია შენ დაგაბრალო....
მოდი,დამინდე ამ ერთხელ მართალს,
ცილისწამება რომ დავამთავრო.

суббота, 13 октября 2012 г.

(ადამიანის მონაპოვარი)

დრო გაილია რატომღაც კმარამ,
 თავის ფასება ისწავლა მწუხრში.
ამ ყველაფერის შენება მორჩა
ყველაფერს ბოლო მოეღო წუთში.

რა უბადლოა ამ ქვეყნის ყველა,
ხელოვნურ ფერთა გრძნობა,სამყარო,
ერთი შეხედვით არც ღირდა ბრძოლად...
გინდა რომ სევდა დღეებს გაჰყარო.

არ ვიცით ალბათ, აღქმა მშვენების.
ვინ მოგვცა ნიჭი ჭეშმარიტ ფიქრის...
იბადები და ცხოვრება გიყვარს,
იტანჯები და სიკვდილი გიჭირს.

რამ შეგაყვარა ადამიანო!- ამ
 ცოდვილიან მიწაზე დგომა?!
რამ გაგაოცა,როცა შენიშნე
ახლადამოსულ ყვავილთა კვდომა?!

კვლავ უმეცრებამ,ურწმუნოებამ!
მოდგმის დარგულმა  ეკალმა გავნო....
დგახარ შეშლილი,გაფითრებული
დგახარ და შიშით რაღაცას დარდობ.

თვალუწვდენელი დედამიწის გულს,
არ ეყო ძალა ჭეშმარიტ ფიქრის.
დგახარ სიცოცხლის მახინჯ ბილიკზე,
იტანჯები და სიკვდილიც გიჭირს.


დრო გაილია რატომღაც კმარამ,
 თავის ფასება ისწავლა მწუხრში.
ამ ყველაფერის შენება მორჩა
ყველაფერს ბოლო მოეღო წუთში.

вторник, 9 октября 2012 г.

"თითქოს"

მომწყინდა სიცოცხლის ყველა სილამაზე,
თითქოს გარდაცვლილ ფერებს დავეძებ,
აღარ შემრჩენია ძველი სიმამაცე
და ამ ყველაფერს მინდა გავექცე.

რა უცებ ითქმის ეს სიტყვა,-თითქოს!
რა ადვილია ხელის ჩაქნევა....
ცხოვრების სითბო, მაინც რომ გიხმობს,
რომ გამოღმა გსურს მაინც დარჩენა.

გადაწურული ყველა იმედის, ბოლოში
რჩება რწმენა ხვალისა,
მე მიყვარს სიტყვა "თითქოს" და ვრჩები!...
ხვალის იმედმაც გამახალისა.

მოჩვენებითი გრძნობები მძულდა,
მაინც გადავრჩი....რა ძლიერი ვარ.....
ხანდახან თუკი იმედს გავწირავ,
"თითქოს" ვაბრალებ......ბედნიერი ვარ!!!

суббота, 29 сентября 2012 г.

მხოლოდ ერთხელ მოდი...


უნდა მოვიწყინო შენი სიყვარულით,
უნდა ცრემლიანმა, ვეღარ გავიხარო.
სულ არ მითხოვია თავის შეცოდება,
არ მინდა მოხვიდე და თავი დამიხარო.

მე არ მითხოვია ჩემი დატირებაც...
უნდა დღეებიც კი ჩქარა დავითვალო,
მაინც უშენობის სევდა მქვია და
მოდი!-იქნებ სუნთქვაც დამიმთავრო.

მელანქოლიების უხვი შეძახილით,
ჩუმი ჩქამებით ვთქვი იქნებ დავიღალო?
სასაცილოც კი ვარ,იქნებ?- არც კი ვიცი.....
უნდოდ მომახალე ო რა ავი ხარო!

მოსაბეზრებელი გამხდარა სამყარო,
ისევ გეხვეწები გზები გამიკვალო,
პატარა სიყვარულს ვერაფერს ვუშველი,
ცოდვის ბუნაგიდან იქნებ გამიყვანო?!

რა ციცქნა ფიქრია სულის სამოთხიდან...
არ მიყვარს წარსულის ფერები დავითვალო,
როგორ მედიდური მოდი...არ მადარდებს,
არ მინდა სხვებივით თავი დამიხარო!

დღეს მე მოვიწყინე შენი მონატრებით,
იქნებ ხვალაც ბევრი ვეღარ გავიხარო,
მაინც მირჩევნია ღვთიურ  სიყვარულის
ლამაზი დღეები  ერთად დავითვალოთ.

იცი? -რა მწირეა ყველა ეს სიტყვები?
ჩემი სულის მწუხრი,დარდი  დიდი ხარო...
მე ხომ უშენობის სევდა მქვია და,
მხოლოდ ერთხელ მოდი, სუნთქვა დამიმთავრო.




понедельник, 24 сентября 2012 г.

შენ!- რომ........

შენ რომ გამხელილი გერქვა სიმარტოვე
შენ რომ ოღრო- ჩოღრო გზებზე არც გივლია,
შენ რომ ადექი და მიმატოვე
იმ დღიდან წუთებიც დამითვლია.

შენ რომ იძახოდი იმ კუთხის ბოლოში,
რომ ვერ გააგონე კაცთაგანს ვინმეს,
რომ დაჩიავდი და პატარა გული
დაჩაგრე,მოსრე,სულიც კი ივნე.

შენ რომ გარეწარი ფიქრები გტანჯავდნენ
მაშინ ამოსულა ჩუმად მთვარე ცაზე,
ახლა მოსდგომია ჩემს ფანჯარას და 
მაფიქრებს შენსავით ცოცხალზეც,მკვდარზეც.

შენი გაზაფხული უფრო თბილი იყო.
ზამთარსაც დავუგე წითელი ხალიჩა.
მაინც გამხელილი გერქვა სიმარტოვე,
რადგან მომავალმა ოცნებაც  წამგლიჯა.

........................

დახურულია ჩემთვის სამოთხე,
დახურულია ყველა დარაბა,
მოვიდა მწუხრი,ტკივილი სულის
სიცოცხლის მრწამსი უცებ წამართვა.

როგორაც იყო, მიყვარდა ისე....
მაშინ თრთებოდა სუნთქვა ეული....
ვიყავი ერთი,მე ერთადერთი,
მეგონა ვიყავ გამორჩეული.

რას გავუგებდი წუწუნა ქალებს,
ხან  სევდა ჰქონდათ და ხან ვედრება,
ვხუჭავდი დარდზე უთუოდ თვალებს....
...უნდა ვისმინო დღეს დაყვედრება:


დახურულია ჩემთვის სამოთხე,
დახურულია ყველა დარაბა,
მოვიდა მწუხრი,ტკივილი სულის
სიცოცხლის მრწამსი უცებ წამართვა.





пятница, 7 сентября 2012 г.

არ დაიტირო წარსული,გზა გააგრძელე ხევშიც
თორემ დრო გაგატიალებს,არას შეგარჩენს ხელში.

არ მოითხოვო რაც შენად მიგაჩნდა მუდამ გუშინ,
თორემ ტკივილი დაგმარხავს,დიდ ღრმულს გაგიჩენს გულში.

არ დათმო ის,რაც სულს ეკვრის და უკვდავებას ხელყოფს
დაჯერდი იმას რაცა გაქვს, მედიდურობა გეყოს!

არ დაიქადნო არასდროს,რომ შეგიძლია ბრძოლა
თორემ სიკვდილი ისეთი დიდი მახვილით მოვა,

აღარ დაგაცდის ორ სიტყვას,წუთში დახუჭავს თვალებს,
მერე ეომე რამდენიც გინდა,- უსუსურ ქარებს.

არა და არა! არა ხარ შენ მაცდური და მხდალი
სხვაგვარად გამოიტირე შენი ცოცხალიც,მკვდარიც

უცრემლო სევდა გიმონებს,სუსხი ატყვია სახეს
ქარი სხვაგვარი განწყობით,სხვებთა ოცნებებს არხევს.

იქნებ დაღლილი მოდი,გაგაძლიერა ღმერთმა
აღარ გაბედო სევდა!-უნდა სიმტკიცე გერქვას!

რა ადვილია ალბათ,სხვებს დაუმოძღვრო გზები,
სუსტი შემოვრჩი გრძნობებსმდა ამას, ახლა ვხვდები.

სიცარიელე


დრო და ბედისწერა მეგობრები არიან...
ერთხელაც საქმე რომ გამოელიათ,დაჯდნენ და ერთად შეძერწეს სიცარიელე.
ადამინებს თითქოსდა საზრუნავი და საფიქრალი ცოტა ჰქონდათ.-ამითაც დასაჯეს.
 თუმცა, ამოუცნობი არსებები, შეეჩვივნენ სიცარიელის არსებობას.ზოგმა სულშიც კი გაამეფა ეს მოულოდნელად შეთითხნილი "არაფერი."
        უფალთან თავის მართლება დაიწყო ბედისწერამ:ეს ის წამალია, სიკვდილს,რომ უკან რჩებაო.დრომაც დაუდასტურა: ადამიანებს სჭირდებათ სიცარიელე,ერთმანეთის სიყვარული უკეთ რომ შეძლონო.....

             .... რაღაც გქონდა,ვიღაც გყავდა.მერე უცებ დრო მოვიდა,ის რაღაც გაქრა.
ბედისწერამაც არ დააყოვნა და ის ვიღაც წაიყვანა.დარჩა სიცარიელე,რომლის შევსებაც  ბევრჯერ გვიცდია სხვადასხვა ხერხებით.სიცარიელე,რომელიც ზოგჯერ ყველაზე დიდი მტერია ადამიანის!!!


იყო და არა იყოს პრინციპი გამეფდა ცხოვრებაში.დროებითობა გვახსენებს თავს ძალიან ხშირად.ამაოების ფენომენი  იყო,არის და იქნება მეფე,რომელსაც ხშირად 
ვხვდებით სიცოცხლის შუა გზაზე ან ბოლოში მაინც....


  უფალმა რა უთხრა დროს და ბედისწერას ასე თვითნებურად რომ შექმნეს არარსებული სასჯელი კაცთა მოდგმისთვის?- ეს უკვე არ ვიცი...
სიცარიელე სიყვარულს ხომ ვერ ქმნის.სიყვარული ყველაზე პირველი დაიბადა
და თუ ის არ არსებობს გონებასა და გულში,სიცარიელეს როგორ შეუძლია შექმნას?
               უმეცარი დროისა და უკუღმართი ბედისცერის ხელწერაა სიცარიელე,რომელიც  სიყვარულს კი ვერა,მაგრამ ტკივილს კი გვიტოვებს სამუდამოს.მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვისუნთქოთ ამ ტკივილით ღმერთო?!

четверг, 6 сентября 2012 г.

ერთადერთი ქალი

  
  შუაღამეში, ქარში,დარდში,უკუნეთში დამდგარი,
 გაცრეცილი, თეთრი კაბით ამ ცხოვრებას ანათებს.
განთიადზე მიდის სახლში სიბნელისგან დამფრთხალი,
ბედისწერა უღვთოდ მოდის და უგორებს კამათელს.

როგორ ურცხვად შემოძარცვა ქარმა თეთრი სამოსი,
ჭაღარა თმებს კრძალვით დაწნულს ხელი როგორ შეახო,
დემონების ხროვას როგორ გაუწოდა სიკეთე,
ბნელი გზები ასე ლაღად,როგორ,როგორ შეაქო.

განწირული ჩუმი ფიქრით და იმედით გამთბარი,
არ უჩივის ქარს და ნიავს,არის ცოტა დამფრთხალი.
მისი თეთრი კაბის ბოლო შემოდგომამ იპოვა,
სულის შიშველს რა შემოსავს?...-მოწყალება ითხოვა.

შუაღამეში სიბრალულით,უკუნეთში დამდგარი,
თეთრ კაბა შემოძარცვული,შინაგანად გამთბარი.
...როგორ მინდა მეც გავიგო,ვის ელოდა ეული...
ყველასაგან გარიყული,უფალს უყვარს რჩეული.

ახლა დიდი დრო გავიდა,დამეძაბა გონება
მეც მომინდა იმ ქალივით ,ქარში განმარტოვება.
იქნებ მისი დარდი იყო დროსთან გამოთხოვება?
ერთადერთი ქალი იყო,ვისიც ღირდა ცხოვრება.


воскресенье, 8 июля 2012 г.

(ჩემი ბუტია)

გადაიარეს ღრუბლებმა,ცისარტყელების ბუმია,
დამირჩი სევდისამარა ჩემო პატარა ბუტია.
რამ  გაგიჩინა ნაღველი?- იქნებ მითხრა და გაგიგო,
მითხარი წარსულის სევდამ ეგ გული რატომ გაგიყო?!
გარეთ გახედე, გააღეს სიცოცხლის ყველა დარაბა.
თვალებს ნუ ხუჭავ ცხოვრებას უნდა ფხიზელი დანახვა.
რად გეცინება? არ გჯერა ჩემი რწმენის და იმედის?
თუ უმადური გადარჩი,  არ გინდა ნახვა მცირედის?!
ნახე რა ლაღად დაჰქრიან... მერცხლის ჭიკჭიკი არ გესმის?
გამოდი,გარეთ გამოდი, ცა სეტყვას ისევ არ გესვრის.
რით დაგაჯერო, რომ ღამემ, დღეს, საუკუნე უთია?
გეძახი, მაგრამ არ გესმის ჩემო პატარა ბუტია.
ქერა კულულებს აგიშლის,- თავნება არის დღეს ქარი,
მწუხრი  დატოვე წარსულში, გააღე სიცოცხლის კარი.
გადაიარეს ღრუბლებმა,სევდამ სიცოცხლეს უტია,
შენ დამრჩი სევდისამარა...რატომ ტირიხარ ბუტია???

понедельник, 4 июня 2012 г.

ღმერთი სხვას ითხოვს

ჩამკიდე ხელი და მატარე შენი გზით,
ადვილად ჟღერდა თითქოს.
მეამიტური ზრახვა ფუჭია,
ღმერთი სხვას ითხოვს.
დამადე თავი და ვივიწყებ ყველაფერს
ვამბობდი ასე,
სიცარიელე ვიპოვე და
ფიქრებით ვავსე.
ჩამოიარეს,შეაფასეს კიდეც ნაღვაწი
ვედრება მჭირდა,
ჩემს დახატულ ფერს,დაუნდობლად
ვიღაცა შლიდა.
მერე კი ისევ მოდიოდა სიცარიელე
და მე თავიდან დავიწყებდი
ავსებას სულის,
ღამეგანათევ,ფერად ტილოს ვაფრიალებდი,
თუმც მეშინოდა ალიონზე იმ მეწამულის.
ჩამკიდე ხელი და მატარე შენი გზით
ადვილად ჟღერდა თითქოს,
მეამიტური ზრახვა ფუჭია,
ღმერთი სხვას ითხოვს!

გაზაფხულია!!!

ატმის კვირტები დასკდნენ.- გაზაფხულია.
სახეს ნაოჭი დასდევს.- სინანულია.
ლოთებს არაყი ათბობთ...ო,რა რთულია
იყო მარტო და მიხვდე:-დაკარგულია.


სადღაც ჭაობებს მიღმა,უცხო სულია,
ყველა ლამაზს და მახინჯს ასე უვლია....
იასამნების სუნიც გაფანტულია
უცხო  სითბოთი სულიც  გათანგულია.


ასე ძალიან რომ ძგერს,-ალბათ  გულია.
ხიდი შენამდე მოსვლის გამართულია.
და სიყვარულით მოსვლის მთელი ბუმია.
ატმის კვირტები დასკდნენ.- გაზაფხულია!


ასეთად მინდა დავრჩე.-ნუთუ რთულია?!
უნდო ღიმილი სადღაც,- მიჩქმალულია.
ტირიფებს თავის დახრით ან სად უვლიათ?!
დარაბებს აღებს ქარი-გაზაფხულია.


ზოგჯერ ფაქიზი ნატვრც დამალულია,
ზოგჯერ თავხედი რისხვის მეწამულია,
იქნებ არც ღირდა დაცდა-დაკარგულია....
მაგრამ რა სჭირდათ რტოებს...გაზაფხულია!


იცი? ჩურჩული მიჯობს.გრძნობა ჩუმია!
სახეს ნაოჭი დასდევს?- სინანულია.
ყველა წარსულის ლოდი დამარხულია.
როცა სიცოცხლე მათრობს,-გაზაფხულია!

четверг, 24 мая 2012 г.

ოცდამეათედ...






ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

ნუთუ ეს იყო ოცნების ბოლო
ამად მიღირდა ქვეყნად გაჩენა?
როგორ ვიბრზოლო უშენოდ,მარტომ
არ მიღირს ქვეყნად დიდხანს დარჩენა.

ნისლმა შეჭამა ცა და ხმელეთი,
სულის კარებიც ააჭრიალა,
მე განმიახლდა ოცდამეათედ
ყველა დარდი და ყველა იარა.

მძულდა ზამთარი და მისი სუსხი,
ვიცადე მაინც,არ ღირდა მოცდა,
გადაღლილ სახეს მალამოდ დასდევს
გადაკარგული დღეს შენი კოცნა.


ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

четверг, 17 мая 2012 г.

დედა


         იცი? მწუხარება დღეს რა იოლია?
         ქარები დაძრწიან ყველგან....
         ზეცის კართან დადგომა ყველას უძნელდება,
         მარწუხივით გვექაჩება ხოლმე ბოროტი სული...
         დაკრეფილ ყვავილებში სიცოცხლეს ვეძებთ
         არადა ჩვენვე გავწირეთ მაშინ....
         მწუხარება ყველაზე იოლია თურმე,
         სახეზე ჭრილობების ცქერა და ელდა.
         მარტოსულ ფიქრებს გზა აერიათ ვიცი.
         ჩემთან გაზაფხულის ჩურჩულია მუდამ.
         მერე რა,რომ მზეს ჩრდილი შეჰყვარებია,
         მერე რა,რომ ღამე დაძაბულია,-
         სულს შენი ნახვა სურდა!
         განშორებაა ძნელი,ცრემლების წვიმა
         და ქარში ატეხილი ვარდების ღრიალი,
         მერე დაწყნარებულ გუნებაზე გადაშლილი
         გულის ზეიმი არავის ავიწყდება.
         სინანული კი არის გვიანი.
         სანთლების სურნელი იფრქვევა მინდორში
         ტაძრებს აღარ სტუმრობენ....
         ბალახს და ქვიშას ელამუნება სიწმინდე.
         ქალაქის კუთხეში ჩამომჯდარ წყვილებს
         ხარბად შეჰყურებენ თვალები.
        ალბათ უმადურიც ვყოფილვარ და შენ გიტყდები,
        არ მომიხურო კარები.
         შორს მეგულები და რა მანძილზე არ ვიცი
         სევდა  არც შენ გასვენებდა....
         შენი ტკივილი სხვა იყო დედა და
         სირცხვილით ვკვდები,რომ ვერ დავინახე;
         გაორებულ სამყაროში ხარბად დავრჩი
         და ამ დროშიც გავილახე.
         რამდენი სიტყვები დაგროვდნენ რომ იცოდე
         რამდენი ტკივილი მახრჩობს.
         ჩემი ტკივილი რას მიქვია დე,
         შენი ტირილი მახსენდება,შენი ცრემლები
         ლამაზ სახეზე ...
         და ის,როცა სულ ბოლოს უფალს ახედე.
         რას თხოვდი რომ ვიცოდე,
         ჩემს თავს და სუნთქვას?ვიცი რომ ასეა....
         რატომ არ გისმინა?....მაპატიე
         ტკივილი რას მიქვია ჩემი
         ვხვდები,რომ ღირსი ვარ!
         მაისი დამიდგა ჩემი და შენი
         ჩვენი მაისი დედა,
         გული გამისკდება თუ დღეს არ დაიცდი
         ნახე?ოცნებებში გხედავ.
         მოვიხედე და შენ წასული დამხვდი.
         რომ არ გიყვარდა შორს სიარული?რა, გაფიქრებინა?
         მეორე ნაპირზე დამდგარმა ტკივილმა?
         ნისლების სიუხვემ და ჭექა ქუხილმა?
         იქნებ ჩემმა სიშორემ დედა?!
         ახლა მე აქა ვარ და ვხვდები რას გრძნობდი.....
         რა ადვილია ტკივილთან შეჩვევა...
         მონატრება მკლავს და ნეტა მართლა მოვკვდე...
         უფალმა  იცის სულების შერჩევა
         და შენც აგირჩია!
         დამემუქრე და გავჩნდები წამში ისევ ის ანცი და პატარა
         ბავშვი შენ რომ თავბრუს გხვევდა
         დბრუნება ვიცი აღარ ძალგიძს,მაგრამ
          მაინც გელი დედა!!!

среда, 16 мая 2012 г.

(ოცნების და ფიქრის შედეგი)

 ოცნების მიღმა ფიქრია,ფიქრების მთელი ამალა,
ცამ შეიცვალა ფერები,დარჩა ღრუბლებისამარა.
უცებ ჩამოდნა ყინული,სახემ ტკივილი დამალა,
არ შეგეშინდეს იცოდე  აქ დავრჩი ცრემლისამარა.
რომელი ფიქრი სჯობია,ფიქრი ლაღი თუ ჭაღარა?
ალბათ ახალი აჯობებს,ძველმა ეს გული დაღარა.
ოცნების მიღმა ფიქრია,ფიქრებმა შეკრეს კამარა,
მიკვირს ქარების სიდინჯე,ზღვამ სევდა როგორ დამალა?!
სულ არ დავეძებ არაფერს,ოცნებამ რაღაც მახარა,
ამ ფიქრსაც ნაზი სული აქვს მიყვარს!, თუმც დავრჩი ჭაღარა

აღარ ვდარდობ

თიბათვეში დამრჩა შენი სიყვარული.
გულმავიწყი ასე როგორ გავმხდარვარ
ყველაფერი გადაივლის მიჩქმალული,
ბოლოს ალბათ ვერც მივხვდები სადა ვარ.
რა სურნელმა გამაბრუა ასე მწარედ
ვის დავუნთე განთიადზე სანთლები,
შევიცვალე-ჰოდა ახლა გაიხარეთ
..ახალ დროში იმარჯვებენ მართლები....
თიბათვეში დამრჩა შენი სიყვარული,
მაპატიე,გამახსენდა გვიან,
ჰოდა ახლა რაც მოსულა ასე კარგი,
მხოლოდ ძველი მოგონება ჰქვია.
..აღარ ვდარდობ რომ დამირჩი თიბათვეში!...

вторник, 15 мая 2012 г.

ცრემლები სულის...



           ცრემლები სულის...                

ნუ იტყვი არას,ეს ასეა!-მეც ასე მჯერა
მოჩვენებითი არ არსებობს ცრემლები თვალზე,
და როგორ ჩნდება რად გაოცებს ასე ძალიან
ან რატომ ტოვებს დაუნდობლად ნაოჭებს კანზე.

შენ გულით ფიქრობ!-გულს არასდროს არ ეტირება,
ყველა კუთხეში იტევს დარდს და ვიღაცის სათქმელს,
მერე დიდდება და უაზროდ გადაგვარდება,
თუ კეთილია,კვდება ადრე....უნთებენ სანთლებს....

ღრეობის მიღმა, სული  რჩება მხოლოდ  უკვდავად.
გონება ცდილობს იშვიათად იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,და გულს შენსას ნუღარ ემდური.

ნიანგის ცრემლი ტკივილია ღმერთის და კაცის,
...მხოლოდ იმ კაცის,ვინც სამყაროს შეცვლას აპირებს....
სასტიკ სხეულში სულს არა აქვს სხვა საზრდო ალბათ
 ცრემლიც იმიტომ  მოსდგომია  თვალის ნაპირებს.

არ მითხრა არა!ეს ასეა! უნდა იწამო....
და გულის ნაცვლად გონებაში დაგრჩეს განცდები,
ცოდვის სიმძიმე,  სულში რომ ვერ გადაიბირე,
წუთისოფელში დაუნდობლად მიტომ მარცხდები.

სინანულია ჰო, გონების ხშირი წამალი,
საზრდო უფრო ღრმად,შიგნით,სულში უნდა დამალო
და როცა უცხო სითხე სულსაც გამოელევა,
მაშინ განიშნებს სხეულიდან მალე წავალო.

ღრეობის მიღმა,ისევ  რჩება ისე  უკვდავად....
გონება ცდილობს იშვიათად,- იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,გიხაროდეს ...გულს ნუ ემდური!

воскресенье, 8 апреля 2012 г.

(იროს)!!!!!!!!!!!!!!!!

 იცი? ისე ნაზი სუნთქვა გამაგონე,
ისე ლამაზად და ლაღად მოდი,
გულზე ამაცილე ყველა ტკივილი და
უცებ გადასწიე დიდი ლოდი.
იქნებ ეს სილაღეც დროში ჩაეტია,
მაგრამ რომ იცოდე წლებად მიღირს.
შენი ერთი სიტყვაც წამალია,
მოდის სიყვარული და არ მიდის.
ჩემი სიცოცხლე ხარ!!!!
ისეთი ლამაზი,ისეთი სათნო და  ერთგული!
..უდროო ცხოვრებაში  დავიკარგე....
შენთვის კი ბაგუნობს  ეს გული!
იცი?-აღარ მახსოვს როდის გაგიცანი,
არც მინდა შევზღუდო წამები.
მე ემოცია ვარ უცებ გაჩენილი....
შენი სიყვარულის მახეში გავები.



P.S.


სიყვარულის ახსნასავით ხომ არ გამომივიდა?:)მაპატიე.
უზომოდ მიყვარხარ!!!!!!!!!!

суббота, 31 марта 2012 г.

უსათაუროდ...

 ჩრდილმა დაფარა ლურჯი ცის კაბა,
მზემ ჩაიქნია ხელი და დაწვა,
ღრუბელმა აღარ გადაიარა
დაიწყო დაცდა.

მუქი ფერებით მოხატეს მიწაც,
და არცერთ ყვავილს აცალეს ლოცვა
მოვიდა ქარი,ქარიშხლის ქარი
მოვიდა, დარჩა,სიცოცხლე მოსრა.

შენ რაღას უცდი გადაიარე სხვებივით
მთები,და შორ გზას დადექ.
თუკი სხვებივით არ ძალგიძს მოცდა
მაშ განზე გადექ!

რა მხდალი მზერით დააჩნდი ფიქრებს
მე სიძლიერე მიყვარდა შენი....
ახლა დგახარ და დუელში მიწვევ
ისე მიმეტებ არ გეწვის ხელი.

მერედა რისთვის დარჩი უკუნეთს
სირცხვილს აჩუქე შენი ღირსება?
ვიბრძვი ო,როგორ შენი სულისთვის.
ძნელია შენი გადაბირება.

ამ შავბნელ ხედვას გინდა ვუმზირო?
საკუთარ თავის ასე გწამს დაცვა?
სხვისი ხელებით დაკრეფილ ეკლებს
რად უნდა ძარცვა?

 მუქი ფერებით მოხატეს მიწაც,
და არცერთ ყვავილს აცალეს ლოცვა
მოვიდა ქარი,ქარიშხლის ქარი,
მოვიდა, დარჩა,სიცოცხლე მოსრა....
........
რაკი არჩიე დაწყევლილ მწუხრში
კერპად დარჩენა,
არ ღირდა ვფიქრობ
ქვეყნად მხდალი კაცის გაჩენა.




пятница, 24 февраля 2012 г.

შეფასებული ბოროტება

შენ როცა გეძინა,დარაბებს ხურავდა ზეცის ანგელოზი,
გუგუნი ზარების, სულში ზრიალებდა ისე,როგორც ქარი.
გარდაცვლილი ღამე,ლოცვით აცილებდა ჭირისუფალს,
ვეღარ გაერჩიათ ვინ ცოცხალი იყო და ვინ მკვდარი.

შენ როცა გეძინა,მაშინ დაიბადა ყველა გრძნობა,
ალბათ იმიტომაც დარჩი ასე უგრძნობელი,
თვალის სილამაზეს ბევრი შეძლებია,თურმე მართლა....
როგორ გამაცანი მზერა საშინელი,ულმობელი.

შენ როცა გეძინა,როცა არაფერი გაწუხებდა,
მაშინ დაგეუფლა ვფიქრობ ღამის ყველა სენი ერთად,
ასე მედიდური,ასე ამაყი და საშინელი...
როგორ დაიქადნი?!-დარჩი ბოროტების ღმერთად.

უსუსური იყო ღამე საშინელი,როცა შენ გეძინა,
დემონურ განწყობებს ალბათ უღე  ძილში,- ფართოდ კარი,
აღარც სიყვარული,აღარც არაფერზე ჩუმი სევდა...
და შენ სამწუხაროდ გქვია უბედურო, ცოცხალ-მკვდარი!

среда, 15 февраля 2012 г.

გადაწყვეტილება



                  ცხოვრებაში უსასრულო სევდას ვიტევთ
                  მომავლისთვის დაგვიდვია თავი მსხვერპლად,
                  სანთელს უფალს დავუნთებთ და...ჩვენთვის ვინთებთ....
                  ეს სიცოცხლე გაგვიხდია ღმერთად, კერპად!

                  ემზადება სული თითქოს მომავლისთვის,
                  მიწურ ქოხში დაუყრიათ ყველა დარდი
                  ზოგჯერ ვფიქრობთ ვიბრძოლოთო ნეტა რისთვის
                   დაგვიხურავს ნაადრევად თავზე ჩადრი.

                  სინათლეში დიდი ხნის წლებს ჩავთვლით განძად,
                  სიბნელეში დადუმებულ სიტყვას ისევ....
                  ანგელოზი ხელს დაგისობს თავზე ნაზად,
                  შეფხიზლდები და განცხრომას იწყებ მყისვე.

                  სასაცილოდ შემოღობეს ბაღჩა, ბაღი,
                  სიცოცხლეს რომ არ გაესწრო ალბათ გაღმა,
                  უფალს თვალი დაეღალა ჩვენი მზერით
                  და ღვთისმშობელს დაუბერტყავს  უკვე კალთა.

                  ცხოვრებაში უსასრულო სევდას ვიტევთ
                  და ოცნებებს ფრთებს შევასხამთ სასაცილოდ,
                  უკვე დროა,ილუზიებს გავემიჯნოთ
                  ეს ცოდვები სამუდამოდ გავაცილოთ.

среда, 8 февраля 2012 г.

მზეო

მზეო  ნატყვიარო საით გამეპარე?!
მინდა იარები დაგიამო,
მზეო გარდაცვლილო რატომ დამეკარგე
მინდა შეცდომები ვაღიარო.
იქნებ გამებუტე შენც სხვებივით
მზეო დარდიანო?!
სხვაგან გადასახლდი,სხვისი ოცნებები
გინდა აფრთიანო?
მზეო  გადაღლილო,მზეო
უმოწყალოდ ნატყვიარო.......

вторник, 7 февраля 2012 г.

ჩემი ეპიტაფია

იდუმალებას დავეძებდი ყოველთვის რატომღაც.ეს ისე,ალბათ სულის ნუგეშისთვის.
ისე კი, ბობოქარი ცხოვრების ხალისიან დღეებს ვეტრფოდი.
    ღრუბლიანში,წვიმის წვეთებს სარკმლიდან უკეთ ვუთვალთვალებდი და სველ ასფალტს   ნიშნისმოგებით ვუცქერდი....თუმცა,როცა თავად აღმოვჩნდებოდი დაუფარავი,სველი, გრძელ გზაზე დამდგარი, ზიზღს ვგრძნობდი.ზიზღს,ენით გამოუთქმელს.
 ......ასეთი შემოვრჩი სიცოცხლის ახლა უკვე უხალისო დღეებს.ასეთი ვცდილობ დავიწყებას ძველი სილამაზის,რადგან ვიცი მსგავსი წლები არასოდეს განმეორდება.ჰოდა ახალს,ჯერ არნახულ, საკუთარი ფერებით ვაფერადებ და როცა ჩემივე ხელით და გონებით შექმნილ ნახატს თვალს გადავავლებ,ვხვდები,რომ ყველაფერი სიყალბეა!
     ...ქარაგმებით ნათქვამს,პირდაპირი, თუნდაც ჩამქოლავი სიტყვები მირჩევნია.ოღონდ ვიცოდე,რომ ეს სიტყვები სინამდვილეს უღებს კარს და ისევ ძველ,ხალისიან მოგონებებს მიღვიძებს....
     ტაძრის გუმბათზე,რომ ზარი დაიწყებს გუგუნს, განა არ მესმის?-უბრალოდ მგონია,რომ ეს ზარები ჩემთვის არ რეკენ!.დამთავრდა,მოკვდა,წავიდა. ათასი კითხვა,რომელიც უპასუხოდ მირჩება, ქარში იფანტება.ქარი ხომ არაფერს არ სცემს პასუხს....
        როგორი ნაოჭები დასტყობიათ ამ თვალებს.ერთ დროს დაწყებულ მელანქოლიას ახლა მეტად დაუსევდიანებია.ასეთი სევდა მომწონს ძალიან.მიყვარს კიდეც.სიყვარულის სევდა სხვა ყოფილა მაინც.
  შენ რომ ხატავდი ის ფერები მენატრებიან.მინდოდა მომებაძა,მეც შემექმნა ჯერ არნახული,ლამაზი ცხოვრების ტილო,თუმცა დავიბენი,ვერ ვიპოვე ვერც ერთი ხალისიანი ფერი.როგორ ვერ ვხვდებოდი,რომ ვერც ვიპოვიდი.ალბათ იმიტომ,რომ შენ ცხოვრებამ გიბოძა ისინი,მე კი,მე სხვა გზით წავედი შორს,ძალიან შორს.იქ,სადაც მუქი და ბნელია ყოველი დილა.ისეთი,როგორიც აქ ხანდახან იყო-წვიმიანში.
            დავმარცხდი! რათ მეკითხები ვის წინაშეო?შენს წინაშე.- განა არ იცი?!-არა! ალბათ საკუთარი მეს წინაშეც!ამდენი ბოდვა მომბეზრდა.მომბეზრდა უადგილობაც,ყველაფერი ის,რაც არასოდეს მღლიდა.ალბათ მაშინ ლაღი იყო თითოეული დღეც.
                       წლებით მონუსხული სულის ბოგინი ყველაზე საშინელი მოსასმენი ყოფილა თურმე....შენ ესეც გიყვარდა.მე კი არა!როგორი ამაყი და მედიდური მზერა მექნებოდა მაშინ,ათასი დღის წინაც.მთრთოლავი ხმა ხომ არასოდეს ჩამსმენია,- ახლა მესმის? ღიმილის მომგვრელია ყოველდღიური ყოფა,თუმცა ეს სხვებს უფრო აჯავრებთ
ვიდრე მე.
              ისევ შორს წასვლა მინდა.ძალიან შორს.იქ,სადაც ძალიან  სიმყუდროვე იქნება.ვიქნებით მხოლოდ მე,შენ და ჩვენი ნაოჭებით სავსე თვალები,ღრმა სევდით და შორეულის მონატრებით სავსე.
         აქ? აქ რას დავტოვებდი? -----------ძალიან პატარა,ხავსიან ქვას და ზედ ძლივს დატეულ მრავალ სიტყვას,რომელსაც ისევ ის, ჩემთვის საძაგელი წვიმა ოდესღაც ჩამორეცხს და გააქრობს.ნაკვალევთან ერთად წაიშლება ჩემი ეპიტაფიაც! 

понедельник, 6 февраля 2012 г.

გადამიარეთ

შენ ნუ მოიწყენ! ცრემლი სახეს სულ დაგიდაღავს.
....ამქვეყნიური ცრუ გრძნობები შეცვლიან რამეს?!..
ალბათ დაღლილხარ და სამოსი შემოგიძარცვავს
სხვა ძალით ვეღარ ეომები დროის სიმწარეს.
ნისლებს ვერ ფანტავს ერთი,ორი ლამაზი სიტყვა,
ქარაფშუტობენ შემოდგომით ფოთლები გზაზე.
ჩამიჩუმია,მაგრამ მაინც ეს მდუმარება.....
ჭორაობაა ახლაც!- ნეტავ ვისზე ან  რაზე?!
შენ ნუ მოიწყენ! განა შველი ვინმეს ცრემლებით?
იქნებ გგონია შეცვლი ცოდვის ბუნაგში რამეს.
დავიგვიანეთ განაჩენი დაწერილია!
...როგორც არასდროს ისე შვენის ცრემლები მთვარეს...
..და შენს სახეზე ნუ მანახებ სევდას იდუმალს,
ეს ვერ მომირჩენს ჩემი დროის ამ ნაიარევს,
თქვენ კი ცოდვილნო შემოდგომის მაცდური ფეხით,
არ მომერიდოთ,როგორც გინდათ, გადამიარეთ!

samtavros dedebis galoba

пятница, 27 января 2012 г.

მთვარეს ეღიმება...


  თურმე სიმყუდროვემ დარდი გააჩინა
 უხმო ხელჩაქნეულ მთვარეს ეცინება....
ღამის დარაბებთან სიო ჩამიჩუმობს,
ფიქრებს გამეტებით ეცილება.
 ამ ღამეს არ სჩვევია ტკივილის დამალვა,
არც სევდით დამფრთხალა ისევ ისეთია,
აღარც ხმამაღალი აღარ შეაშინებს,
ფიქრობს მარტო სული, მხოლოდ ის ერთია.
თურმე, სიმყუდროვემ, ბევრი ფიქრით დაღლა,
ვეღარ შეიგრძნო და ასე გაიწირა,
უხმოდ ეცინება ხელჩაქნეულ მთვარეს,
ყველა გარდაცვლილი უკვე დაიტირა.
ისევ ბურუსით და ფიქრით დაღლილს,
ვიცი შენც დაგჩაგრავს ბედის ირონია
ჰოდა გაიღიმე შენც ამ მთვარესავით
იცი?- გაღიმება ძალზედ იოლია!
    
   ..........................................
მთვარე ჭკვიანია.......
მასაც სტკივა ბევრი სხვა ტკივილი,თუმცა იღიმის.....
შეიშალა?!
- ალბათ!
სულაც არა! უბრალოდ უნდა ვერავინ შენიშნოს დარდი და სამყაროს წყვდიადი
მისი ტკივილებით უფრო არ ჩაამუქოს!
იქნებ არც ის უნდა , მოწყენილი დაინახოს დედამიწამ?
ვინ იცის?!

среда, 25 января 2012 г.

იმედგაცრუება

ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
ილუზიებით დამფრთხალი  ვოცდები
როდესაც განთიადს უკეტავ დარაბებს
შენც დაიღალე,რატომღაც შეშინდი
მიყურებ თვალებში და მესვრი ქარაგმებს.
იცი? რა ცუდია სამყაროს უცქირო
უაზრო ფიქრებით შენიღბო წუთები?-
როდესაც იფხიზლებ სინანულს აწყდები
უფერო  სივრცეში რომ უკან ბრუნდები.
ათასი სხვა ბევრი ნიღბების ტარებამ,
სული შეგიხუთა და გული გალია,
თურმე თავდაყირა სიცოცხლის დადგომა
პატარა,თავნება ოცნების ბრალია.
ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!

Lass mich

Lass mich

Lass mich Dir die Welt zeigen,
wie ich sie sehe...
Lass mich Deine Gefühle spüren,
so daß ich sie verstehe...
Lass Dich in meine Arme sinken,
Du bist nicht allein...
Lass Dich von meinen Träumen berühren,
ich will bei Dir sein!
Ulrich Stamm

вторник, 24 января 2012 г.

მიმატოვეს

   


                 
                სიკვდილის ნატვრაში, ტკივილებმა სულიც წაიღეს,

              ტაძრამდე მისვლას ვერ ვეღირსე მე ბედ გამწყრალი,

              ამ ღიმილს მიღმა გაზაფხულის გლოვაა ისევ

              სიყვარულია მიჩქმალული ჯერ ვერ დამცხრალი.

              უკვდავების წყალს ვერც ვერავინ მომიტანს ვიცი,

              ისევ იარებს უნდა ვუწყო დღეს სასთუმალი,

             სიცოცხლეს ფასი დაეკარგა,როგორც არასდროს...

              ხან ბობოქარი ვიჩაგრები,ხანაც მდუმარი.

              სხეულს დააჩნდა ნაკვალევი ისევ ტკივილის

              რას დავეძებდი...მივეჩვიე მე ხომ ტკივილებს,

              მაგრამ შიში მკლავს,რომ ეშმაკი მოვა მტარვალი,

             სულსაც მომისრავს და ბნელეთში გადამიბირებს.

              სიკვდილის ნატვრაში,ტკივილებმა სულიც დატორეს

              ვდგავარ მარტო და ახლა ვხვდები რომ მიმატოვეს!

ჩემიც და შენიც.





რა შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი,
მალე ეს წყალი გადაძირავს გადამქრალ თვალებს.
არ შემაშველე ავად გამხდარს არასდროს ხელი
და სიყვარულიც ჩემთან ერთად სუნთქვას ამთავრებს.

     გადამიარა შენს ლოდინში ძლიერმა ტალღამ
     გამომაცალა ძალი უცებ ზღვის ქაფმა თეთრმა,
    და დამატარებს იმ დროიდან აღმა და დაღმა....
    როგორ ვიბრძოლო ძლიერებთან მე მარტო ერთმა?!

სადაც არ იყავ იქ დაგიწყე ძებნა სულელმა
სადაც არ სჩანდი დამეგულე მაინც რატომღაც
მერე დავიწყე ისევ ჩემი გამომდურება,
გაბრუებულმა შენი გრძნობით ისევ მარტოკამ!

      და ახლა ხედავ სად მოვედი მე სისულელით?
      ხედავ როგორი ხვედრი გახდა ჩემი სასჯელი?
      ჰო, მომისროლეთ ყველამ თქვენი ძლიერი ხელით....
     ისღაღა დაგრჩათ არ ჩააქროთ ჩემი სანთელი!
..................................................................

რა შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი
ფუჭად ეს მზერა უკანასკნელ ტკივილით გელის
მომსრე,დაშანთე გული ჩემი ძლიერი ხელით
აქვე მთავრდება ეს სიცოცხლეც  ჩემიც  და შენიც.




           




დასასრული




აივსო თმენით სიცოცხლე ჩემი
აივსო სულ მთლად ჩემი ფიალა,
სიკვდილმა ჯანღი ჩამაცვა ძველი
 და ბაირაღი ააფრიალა.
ბასრია მისი მახვილის წვერი ......
უკვე ათასი გზები იარა....
მოვიდა ჩემთან, დამესხა რეტი,
ლამაზი სული გაატიალა.
მზემ სთხოვა კრძალვით დათმობა ჩემი,
მაგრამ თვალები დააბრიალა,
მერე ატირდა ნიანგის ცრემლით
და ყველა ირგვლივ ააღრიალა.
უფალს გაუჩნდა მის მიმართ რისხვა,
მახვილით მოსდგა დააფრთხიანა,
მაინც მოდგა და მაინც შემრისხა
ლამაზი სული გაატიალა.
უკვე ამევსო თმენით სიცოცხლე
უკვე მომწყინდა ჩემი ფიალა,
სიკვდილმა ჯანღი ჩამაცვა ძველი
და ბაირაღი ააფრიალა.

მახსოვს!!!!!!

                 
მშვიდათ გძინავს, სუნთქვა შენი მესმის ახლო.
სახეს მაინც აკრთობს ცრემლი.
ვერ შევძელი უცოდველს დღეს ხელი გახლო,
ვერ გითხარი რაც მინდოდა მეთქვა ჩემი.

შენ სულ სხვა ხარ! ოცნებებში სულ სხვას ხედავ,
რატომ სცადე ჩემთვის  ხელის შეშველება,
..არ მიყვარდი არც შენ გქონდა სიყვარული
გვიანია!-არაფერი მეშველება.

ამ ჩემს ფიქრებს ისე უცებ აედევნე,
სული ნათელს ოცნებებში აქსოვს,
აღარ მინდა შენი აღარც გახსენება
მაგრამ მაინც!-ყველაფერი მახსოვს!!!!!!

შენ!!!!!!!!!

                
შენ,შენ,შენ იყავ ის გაზაფხული                                                                           
ვინც მომიკითხა აპრილშიც,მარტშიც,
ვინც გადასცურა ზღვა და ხმელეთი
და ვინც იარა წვიმაშიც,ქარშიც.
შენ,შენ დაიწყე მელოდიების
ასე მკაფიოდ დაკვრა ფიქრებზე
და მომეფერე ისე ლამაზად
უკვე მახინჯ და დამჭკნარ თითებზე.
შენ! შენ და კიდევ სხვაც იყო თურმე,
მაგრამ მე სხვისი ხმა არ მესმოდა
შენს მოლოდინში,ქარიშხლიანში
მეგონა წვიმა ვარდებს მესვროდა
ისე ლამაზი იყო სიცოცხლე
შენ,შენით,შენად,შენს ძლიერ გულში
სულ დამავიწყდა როდის ვიტირე
ან როგორ დღეებს ვებრძოდი გუშინ!
დაათრო ფიქრმა შენი თვალები
სიყვარულისგან აენთო სახე
პირველ გაზაფხულს მეჯვარედ მაშინ
იების კაბა შვენოდა,ვნახე.
ამ ზამთარს ვიცი სიცივე მოაქვს,
ვეღარ დავურჩი ტკივილებს ვერ....
შენ,შენ,შენა ხარ ის გაზაფხული
და გჭირისუფლობ მე,მხოლოდ შენ!
შენ! შენ და კიდევ სხვაც იყო თურმე,
მაგრამ მე სხვისი ხმა არ მესმოდა
შენს მოლოდინში,ქარიშხლიანში
მეგონა წვიმა ვარდებს მესვროდა!

                                      
                         რა  სურდა გულს

   
        ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე ისე დავხატე
        მთელი სიცოცხლე მოლოდინის მქონდა იმედი.
        სასოწარკვეთამ სიყვარული დატოვა ქვაზე,
        და ტრაგედია დატრიალდა დღეს უმძიმესი

        ფარული ზრახვა,ლტოლვა გულის ქარმა წაიღო
        და სასთუმალთან დამიტოვა ულევი სევდა,
        ატირებული  განთიადი სახეს მიჭრელებს,
        არა სჩანს ჩემი მომავალი და აღარც დედა!

       ისე ჩაჩრდილეს თეთრ ღაწვებზე ჩემი ღიმილი,
       ნაირევად ამჩნევია ტკივილი თვალებს,
       მესმის დღეს სხვისი ხმამაღალი მოთქმა, ტირილი
       და  წარსულიც  კი ,ჩემს მომავალს,-დღეს ასამარებს.
 
       ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე როგორ დავხატე
       ეს ტანჯვა მძულს.....
       დღესაც არ ვიცი რას ველოდი და
       რა სურდა გულს....