суббота, 6 декабря 2014 г.


როგორც არასდროს გარიჟრაჟზე
ჩამოწვა ნისლი
და ჭუჭყიანი სამოსელი გადააფარა
დაკიდულ ღრუბლებს.
მზე დაიღალა მონატრებით გარდაიცვალა.
 დედამიწამ  კი უსახსოვრა ცრემლები
გულზე....
....ახლა ამ ცრემლებს მზე იშორებს
და მიწას უბნევს.



среда, 26 ноября 2014 г.



მე ისევ მიყვარს გარდაცვლილი
ფერების დევნა.
მიწად ქცეული მოგონების
დუმილი მიყვარს!
ჩუმი სამყაროს დაძინებულ
მზერას დავყვები,
სარკმლიდან ვყვები მელოდიებს
რატომღაც დიდხანს.
მე ისევ მიყვარს ერთგულებით
გულგატეხილნი.
ატირებული ტირიფების
ცრემლებიც მიყვარს,
და სევდიანი ქარის 
აღმა- დაღმა ტრიალი,
სულს რომ მიღვიძებს-
დაძინებულს,ჩამომხსნის ნიღაბს.
მიყვარს! მე მიყვარს კვლავ 
ურჩების გადაბირება,
შენი ფარული გრძნობები ხომ
არასდროს მითქვამს?!
და თუ დაცემულ,სულწართმეულ
მწუხრად ვიქეცი
მე ეს სამყარო გვირილებით
სიცოცხლეს მირთავს.
თქვენ ვერ გაიგებთ
ქარიშხალი მე რატომ მიყვარს!...

среда, 17 сентября 2014 г.



შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!
უსამართლო სამართალს
მერამდენედ ვენდეთ.
მერე ამ შეცდომებით
დაუნდობლად ვევნეთ.
დატირებულ წმინდანებს
არ ვასვენებთ მშვიდად
მიწას ისევ ვაშორებთ
და წყალობა გვინდა.
შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!


ადამიანო

ადამიანო!გეძახის ღმერთი,
ადამიანო,ჯოჯოხეთს ცხოვრობ.
უკვდავი სულის გადასარჩენად
დრო არ გეყოფა-სიკვდილს ნუ გგლოვობ.
ადამიანო!გეძახის შვილი!
რომ დააპურე ცოდვილი პურით
რა გინდა უთხრა ვისი წაწყმედით
გაწირე სული?!
მიწის ქვეშეთში სატანჯველია,
ცის კარიბჭესთან ,მაღალი ღმერთი!
-ათასი ცოდვის ჩამდენი ცოცხლობ
მოინანიე თუნდაც ეს ერთი!
სხვისი შვილების არ გესმის მოთქმა,
უნდა სხვის ცრემლზე გადაიარო,
გეძახის ღმერთი გეძახის ღმერთი
და გაიგონე ადამიანო!!!!!!


მე ისე შორს ვარ




მე ისე შორს ვარ-ლოდინი არ მღლის.
ვის ველოდები?! გავყურებ ნისლებს,
ვდგავარ ხმაურით გულშემოყრილი,
დრო მეორე ხმით გაღმისკენ მიწვევს.

მე ისე შორს ვარ ვერც კი შემამჩნევ,
ლანდებს დარდები ეხატათ შუბლზე.
დგას სიმარტოვე გარიჯრაჟზე და
ტკივილს მიტოვებს მიწურის ზღურბლზე.

მაგრამ ვიცი კი ტკივილის გემო?
მე ისე შორს ვარ კაცთა ბედისგან....
ალბათ გარიყულ ხმელ წიფელივით,
"ყველასთან" ყოფნა არც კი მეღირსა.

მე ისე შორს ვარ...შენ კი დამყურებ!...
ქვა- ღორღებს მაყრი მაღალი კლდიდან
ფიქრი სიცოცხლეს გამოვასალმე
და შენზე დარდი აქაც კი მღლიდა.

ჰოდა სიშორეს ამოვეფარე....
აკვანი სულის აქაც ირწევა.....
რა რთული არის ასე შორს ყოფნა
და ამ შორეთის" სახლთან" მიღწევა

მე ისე შორს ვარ, ვერც კი შემამჩნევ!.....

воскресенье, 7 сентября 2014 г.

ჩემი განზრახვა

მე მოვალ შენთან და აგიხდენ ოცნებებს
დამიჯდეს თუ გინდა სიცოცხლის ფასად.
არ მიღირს ცხოვრება უბრალო განძივით
მხოლოდ ჩემთვის მქონდეს,დარდად და ფარსად.

ჰო, მოვალ შენთან და იქნება იფიქრო,
ლამაზი სიტყვებით შეგიცვლი ცხოვრებას.
არადა ვაპირებ თავხედურ ღიმილით,
მე ისევ წარსულის ლაღ განმეორებას.

უბრალოდ შეგიცვლი ფერებს და დატკბები.
შენ მხოლოდ ხედავდი თეთრსა და შავს.
მაგ გულზე,ხელებზე კვლავ მოგეფერები,
ასე შეგაყვარებ თავიდან თავს.

მე მოვალ შენთან და ლამაზი ფიქრებით
აგიხდენ ოცნებებს,აგიხელ თვალს
მერე ალბათ ისე გარდავიცვლები....
ანდა უშენობით მოვიკლავ თავს.

ასე იცვლებიან

ასე იცვლებიან.-დრო ცვლისო გრძნობებს.
-ასე მომაწიეს სიტყვები გზაში.
გაოცებისაგან უკან მივიხედე
ალბათ აგერიეთ ვიღაცა სხვაში.

როცა ირონია ჩემად მივიჩნიე
ნაბიჯებს დავუწყე უაზროდ დათვლა,
ჭორავი ბოლომდე მოჰყვა აზოვნებას....
იცი რა იკადრა?- არ გინდა, არ სთქვა.

ასე გაიარა წლების ქარტეხილმა.
იმ გზაზე დღეს ისევ ამაყად ჩავიარე
არავის ახსოვდა ცოდვების ამალა....
ახლა მე ვითვლიდი სახეზე ნაიარევს.

ჰო, თურმე ათმაგი სასჯელით დაღლილან,
არ სცხელათ სხვებისთვის-ეყოფათ თავისიც,
ცოდვების კამარა ზეცამდე აჭრილა
იმედი დაკარგეს აწმყოსიც,ხვალისიც.

სულელურ ფიქრებით გავყევი გზებს და,
....ეს დღეც შემაძულე ღამევ ქარიანო........
იცით? არ დაგცინებთ უბრალო ირონიით
არ მინდა ცხოვრება თქვენებრ გავიარო.

თუ ქარში,წვიმაში დარჩებით მარტონი,
ჩემსავით აივლით გაყინულ გზას.
სულში ჩახედეთ საკუთარ თავებს და
ნუ ატკენთ, ნუ განსჯით ვიღაცა სხვას!

ასე იცვლებიან.-დრო სცვლისო გრძნობებს
ასე მომაწიეს სიტყვები გზაში.
გაოცებისაგან უკან მივიხედე
ალბათ აგერიეთ ვიღაცა სხვაში.







воскресенье, 27 апреля 2014 г.

ქუთაისში




ჩემს  პატარა ქალაქს სუნთქვა უჭირს
და ტკივილებს მოთმინებით მალავს.
გალურსულა ქუთაისის ნისლი,
კრიალა ცას, უმოწყალოდ ფარავს.

იარები დაუშუშეს თბილისს,
ოცნებები აუსრულეს ბათუმს,
ქუთაისი, ჩუმად,მისთვის ტირის
და ცრემლების გამოჩენაც არ სურს.

ჭაღარა წვერს, ცვარი ადევს დილის,
....მკბენარებმა ვერ გაიგეს ძღომა....
სამიათას ხუთასი  წლის გმირი,
დაიღალა,ფეხზე უჭირს დგომა.

რიონს გაჰყვა ნოსტალგია ძველი,
მიჭირს ფიქრიც,ჩემს ქალაქში ვერ ვძლებ
ვინღა უნდა შეაშველოს ხელი
ქუთაისში ქუთაისლებს ვეძებთ!!!

четверг, 6 февраля 2014 г.

ღმერთმა დალახვროს



  დაცემულ  სულში ჩახვეული
  მაოცებს რისხვა....
  გზებზე ამჩნიეს ჭუჭყიანი ნაფეხურები
  და დღეს სჭირს მისვლა
  სხვებთან ერთად მეც ვდგავარ რიგში.
  მელოდებიან მისულებიც და დამხვდურებიც.

  რადა ხარ ჩუმად?! - სიცივეა თუ ცხელი ქარი
  სულერთად გამხდარ დღეების ჯერს
 რას აწვდი საზრდოდ?!
 გინდა შევშინდე?!-როგორც გინდა!...
 ...და მოდი ერთად...- კრავების მოდგმა,
 გავწიროთ და მგლის ხროვას ვანდოთ.

დღეს ყველას უნდა უცოდველი იყოს ბატკანი
და სატკივარი დანარჩენის მიაბალახოს.
დაცემულ სულში,ჩახვეული რისხვა მაოცებს...
ღმერთმა დალახვროს!