вторник, 10 февраля 2015 г.



ქარმა მომაყარა დღეს ლუჯი იები,
სიკვდილი,შავ  აზე,სირხვილით გაწითლდა.
უშენოდ  მოგდებულ მეექვსე წელს ვითვლი,
და ამ დღეს სიხლე არ  მიყვარს,არ  მინდა!

გაყუულ ფიქრებში პოვნა არ  გჭირდება.
აქა ხარ!სულ მათბობ,თუმა დღეს გაწვიმდა....
დედა-შვილებივით, შეყრილან ღრუბლები....
მე კი.... მარტო ვდგავარ და გული  გაივდა.

ქარმა მომაყარა უსუნო იები.
სურნელი შენ გაგყვა, გადაღმა ნაპირთან.
მოდგა ეშმაკი და სიხლე შემაყვარა,
უშენოდ სუნთქვას და სიხარულს დამპირდა.

ახლა, ისე,როგორ -  დეკემბერში,
თვალი დაიღალა და უინრად ატირდა.
არ მიღირს უშენოდ ამქვეყნად სიარული!
უშენოდ სიხლე მიჭირს და არ მინდა!


суббота, 6 декабря 2014 г.


როგორც არასდროს გარიჟრაჟზე
ჩამოწვა ნისლი
და ჭუჭყიანი სამოსელი გადააფარა
დაკიდულ ღრუბლებს.
მზე დაიღალა მონატრებით გარდაიცვალა.
 დედამიწამ  კი უსახსოვრა ცრემლები
გულზე....
....ახლა ამ ცრემლებს მზე იშორებს
და მიწას უბნევს.



среда, 26 ноября 2014 г.



მე ისევ მიყვარს გარდაცვლილი
ფერების დევნა.
მიწად ქცეული მოგონების
დუმილი მიყვარს!
ჩუმი სამყაროს დაძინებულ
მზერას დავყვები,
სარკმლიდან ვყვები მელოდიებს
რატომღაც დიდხანს.
მე ისევ მიყვარს ერთგულებით
გულგატეხილნი.
ატირებული ტირიფების
ცრემლებიც მიყვარს,
და სევდიანი ქარის 
აღმა- დაღმა ტრიალი,
სულს რომ მიღვიძებს-
დაძინებულს,ჩამომხსნის ნიღაბს.
მიყვარს! მე მიყვარს კვლავ 
ურჩების გადაბირება,
შენი ფარული გრძნობები ხომ
არასდროს მითქვამს?!
და თუ დაცემულ,სულწართმეულ
მწუხრად ვიქეცი
მე ეს სამყარო გვირილებით
სიცოცხლეს მირთავს.
თქვენ ვერ გაიგებთ
ქარიშხალი მე რატომ მიყვარს!...

среда, 17 сентября 2014 г.



შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!
უსამართლო სამართალს
მერამდენედ ვენდეთ.
მერე ამ შეცდომებით
დაუნდობლად ვევნეთ.
დატირებულ წმინდანებს
არ ვასვენებთ მშვიდად
მიწას ისევ ვაშორებთ
და წყალობა გვინდა.
შუქი გაორებული,
თვალებს ღლიდა.
სმენა შორი გზიდან
ძველ ცხოვრებას ცვლიდა.
გრძელი თმების ჭაღარა
დაჰფენოდა უხვად....
მეძავები  დედოფლობენ
ურცხვად!!!!!


ადამიანო

ადამიანო!გეძახის ღმერთი,
ადამიანო,ჯოჯოხეთს ცხოვრობ.
უკვდავი სულის გადასარჩენად
დრო არ გეყოფა-სიკვდილს ნუ გგლოვობ.
ადამიანო!გეძახის შვილი!
რომ დააპურე ცოდვილი პურით
რა გინდა უთხრა ვისი წაწყმედით
გაწირე სული?!
მიწის ქვეშეთში სატანჯველია,
ცის კარიბჭესთან ,მაღალი ღმერთი!
-ათასი ცოდვის ჩამდენი ცოცხლობ
მოინანიე თუნდაც ეს ერთი!
სხვისი შვილების არ გესმის მოთქმა,
უნდა სხვის ცრემლზე გადაიარო,
გეძახის ღმერთი გეძახის ღმერთი
და გაიგონე ადამიანო!!!!!!


მე ისე შორს ვარ




მე ისე შორს ვარ-ლოდინი არ მღლის.
ვის ველოდები?! გავყურებ ნისლებს,
ვდგავარ ხმაურით გულშემოყრილი,
დრო მეორე ხმით გაღმისკენ მიწვევს.

მე ისე შორს ვარ ვერც კი შემამჩნევ,
ლანდებს დარდები ეხატათ შუბლზე.
დგას სიმარტოვე გარიჯრაჟზე და
ტკივილს მიტოვებს მიწურის ზღურბლზე.

მაგრამ ვიცი კი ტკივილის გემო?
მე ისე შორს ვარ კაცთა ბედისგან....
ალბათ გარიყულ ხმელ წიფელივით,
"ყველასთან" ყოფნა არც კი მეღირსა.

მე ისე შორს ვარ...შენ კი დამყურებ!...
ქვა- ღორღებს მაყრი მაღალი კლდიდან
ფიქრი სიცოცხლეს გამოვასალმე
და შენზე დარდი აქაც კი მღლიდა.

ჰოდა სიშორეს ამოვეფარე....
აკვანი სულის აქაც ირწევა.....
რა რთული არის ასე შორს ყოფნა
და ამ შორეთის" სახლთან" მიღწევა

მე ისე შორს ვარ, ვერც კი შემამჩნევ!.....

воскресенье, 7 сентября 2014 г.

ჩემი განზრახვა

მე მოვალ შენთან და აგიხდენ ოცნებებს
დამიჯდეს თუ გინდა სიცოცხლის ფასად.
არ მიღირს ცხოვრება უბრალო განძივით
მხოლოდ ჩემთვის მქონდეს,დარდად და ფარსად.

ჰო, მოვალ შენთან და იქნება იფიქრო,
ლამაზი სიტყვებით შეგიცვლი ცხოვრებას.
არადა ვაპირებ თავხედურ ღიმილით,
მე ისევ წარსულის ლაღ განმეორებას.

უბრალოდ შეგიცვლი ფერებს და დატკბები.
შენ მხოლოდ ხედავდი თეთრსა და შავს.
მაგ გულზე,ხელებზე კვლავ მოგეფერები,
ასე შეგაყვარებ თავიდან თავს.

მე მოვალ შენთან და ლამაზი ფიქრებით
აგიხდენ ოცნებებს,აგიხელ თვალს
მერე ალბათ ისე გარდავიცვლები....
ანდა უშენობით მოვიკლავ თავს.