вторник, 4 декабря 2012 г.

მე ასე მეგონა (ვუძღვნი ჩემს ჳითომ მეგობრებს)


  დადგა დრო,როცა ყველაზე კარგად ჩავწვდი ,ოდესღაც ნათქვამ მამაჩემის სიტყვებს:"შვილო,ვინც გიღიმის ყველა შენი მეგობარი ნუ გგონია"-ო.მაშინ ძალიან
განვიცდიდი ამას.როგორ მტკენდნენ გულს მამის ეს სიტყვები....თუმცა ახლა,რეალობა უფრო ტკივილიანი ყოფილა.
    ყოველთვის,ურთიერთობებით მდიდარს, მეგონა რომ მუდამ ასე ვიქნებოდი.მეგონა ყველა ახლოს იდგა.იდგა მთელი სულით და არა მარტო გულით.ასე მეგონა......

       პირველი იმედგაცრუება, შორს წასულმა განვიცადე.მაშინ,როცა მარტო გადავწყვიტე 
გამეგრძელებინა გზა,რომელიც მომავლამდე გადიოდა.თუმცა არ ვიცოდი როგორ გავივლიდი ამ გზას,მაინც უშიშრად დავადექი.დავადექი ისევ მეგობრის იმედით. ახალი გარემო და ახალი ურთიერთობები ნაკლებად მხიბლავდა.მე ვეკედლებოდი ისევ ძველს,ლამაზს,ნაცნობსდა საყვარელს.
მეგონა მასაც უხაროდა ჩემთან ახლო დგომა. 
მეგონა.....
 
 
მერე ბევრი რამ შეიცვალა.ბევრი დროც გავიდა.ბევრჯერ განვიცადე და ბევრჯერ განვაცდევინე ალბათ სხვებსაც იმედგაცრუება.მაგრამ რეალობა ასეთი იყო.
 სიმარტოვე არ შემეძლო.არსებობენ ადამიანები,რომლებიც ოცნებობენ მარტო ყოფნაზე,სიჩუმეზე,სიცარიელეზეც ალბათ...მე კი... მე მეშინოდა ამ ყველაფრის მუდამ.მინდოდა  ძალიან ბევრი ადამიანი მყოლოდა გარშემო.ბევრი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.ჰოდა შემოვიკრიბე მთელი ზღვა.ყველასთან ვიყავი და გამოვიდა,რომ არავისთან ვყოფილვარ... 
ისევ მეგონა.......

მე არ ვარ ღმერთი! არც სისპეტაკე ვარ მისი,არც ნათელი სხივი და არც უცოდველი სანთელი.მე მხოლოდ მე ვარ.რიგითი ადამიანი ჩემი ცოდვებით და ჩემი დადებითით(თუ მაქვს დადებითი).არც  ანგელოზი ვარ ფრთებით რომ დავფარო ყველა ბოროტება,რომ უფალს შევავედრო მავანთა სულები.
მე ,მხოლოდ მე ვარ.იქნებ არც მე ვარ?! ...
ასე მეგონა.......

 გახსოვს? სიცივეში ბევრჯერ მოვფერებივარ შენს ფეხებს.არავინ მიმაჩნდა მაშინ შენზე ახლობელი.რომ გეძინა და წუთებს ვითვლიდი გათენებამდე.
 არც ეს გემახსოვრება.შენ რომ თვალს გაახელდი, განთიადზე და კარგად სუნთქვას დაიწყებდი,მე,მერე ვიძინებდი.-ვიცი არ გახსოვს.არც მიფიქრია,რომ ამ ყველაფერს დამახსოვრება სჭირდებოდა.მე ჩუმად,ჩემთვის მიყვარდი. ...
.ისევ მეგონა......

მერე მე წავედი! წავედი შენგან შორს და ისე წავედი,რომ დღემდე,უკან დაბრუნების სურვილიც კი არ გამჩენია.არც შენი ნახვის.არც შენი სიყვარულის.არც მოგონებებს ვახსენებინებ თავს.ეს,.ისე, უბრალოდ,ჩემთვის.....

ახალი ცხოვრების დაწყება ადვილია ძალიან.ახალ მეგობრებსაც პოულობ.მარტო არა ხარ! აღარ გეშინია.
მერე იმ ახალ მეგობრებს ვუამბობდი  შენზე და ახლა რომ ვუკვირდები,არ იყო ეს მანდამაინც ლამაზი და კარგი ჩემგან.-გულში დაიტიეო, შენთვის იფიქრეო ხომ მეუბნებოდა დედა??? მე კი ჩემი გავლილი დროის დანახვით მოვინდომე ახალი მეგობრების სიყვარული.ეს იმიტომ კი არა, მე  მგონია, რომ ძალიან კარგი ვარ,ალბათ იმიტომ ,რომ ძალიან არ მინდოდა იგივე ტკივილი თუნდაც კიდევ ერთხელ განმეცადა.მე ასე ვფიქრობდი
.მე ასე მეგონა........

რა უმეცარია ადამიანი.რამდენ რამესთან უძლური და სასაცილო.ყველაფერი იცის ჰგონია.ყველაფერს ეპოტინება და წვდება საბოლოო ჯამში კი არაფერი არა აქვს.რა უსუსურია მოდგმა ევასი......
რა სასაცილო ვარ მეც.....

პატარა ბავშვივით აღრენილ განწყობაზე ვარ ახლა.ისეთ განწყობაზე,როცა არაფერი არ მინდა,როცა ვტირი და ტირილის მიზეზს ვერ ხვდებიან.(არცაა საჭირო,ვერც მიხვდებიან)
იცი რა მატირებს? შენ რომ თვალისდაუხამხამებლად დაივიწყე ყველაფერი.შენ რომ მარტო ძილიც  შეგიძლია უკვე და რომ მე შენთვის საჭირო აღარა ვარ თურმე. არც გიკითხავს მიზეზი ტირილისა.ალბათ მიჩვეულიცა ხარ....
....შენს სახელს ისე ვუფრთხილდებოდი,ისე მიყვარდა,ისე ვუვლიდი....
.მე ასე მეგონა......

ნაძალადევი ურთიერთობები მომწყინდა.მე ისე მინდა ვიყო,როგორც შენ ჩემთვის იყავი.შენც და სხვებიც.....რომ გათენებიდან დაღამებამდე მქონდეს იმედი იმისა,რომ არსებობ ჩემთვის ყოველ წამს.მე,კიდევ შენთვის!

რომ მყვარებოდი ალბათ გაპატიებდი....ალბათ ისევ "მეგონა" და არ მიყვარდი?იცი მეგობარი რა იყო ჩემთვის? იცი ვისთვის იყო ყველაზე ფართო კარი, ჩემი გულისა ღიად? მხოლოდ შენთვის ჩემო მეგობარო.მხოლოდ შენთვის!

ახლა? ახლა აღარა ხარ! ვერ გაპატიებ!ვერ შეგახსენებ ჩემს თავს რაღაცის გამო.
 უბრალოდ არ მიღირს!
თავს ისევ  "მე, ასე მეგონა"- თი დავიმშვიდებ და  შენც მასავით წარსულში გაგიხსენებ.

..... რა უცნაურია ადამიანის ბუნება არა?უკვე გაგიმეტე.გაგიმეტე დასავიწყებლად ჩემო 
ვაი მეგობარო.გავიმეტე უდიდესი სიყვარული შენდამი და სინანულის გრძნობაც კი არ გადამირჩა......იქნებ არც ღირდა ერთი ხელისმოსმით ყველაფრის გაწირვა,მაგრამ მე სხვაგვარად არ შემძლებია.მე უბრალოდ მე ვარ ისეთი,რომელიც არასოდეს იცვლება.

გართობის,დროის და ფულის მეგობრების დრო დამდგარა თურმე!!!!!!!

1 комментарий:

  1. თამუ არიან ადამიანები, რომელთა მეგობრობა გართობით, ფულით შემოიფარგლება და მხოლოდ ამ ურთიერთობებს მოიცავს... ეს სამწუხარო რეალობააა
    მე მიყვარხარ ძალიან!

    ОтветитьУдалить