მე ისე შორს ვარ-ლოდინი არ მღლის.
ვის ველოდები?! გავყურებ ნისლებს,
ვდგავარ ხმაურით გულშემოყრილი,
დრო მეორე ხმით გაღმისკენ მიწვევს.
მე ისე შორს ვარ ვერც კი შემამჩნევ,
ლანდებს დარდები ეხატათ შუბლზე.
დგას სიმარტოვე გარიჯრაჟზე და
ტკივილს მიტოვებს მიწურის ზღურბლზე.
მაგრამ ვიცი კი ტკივილის გემო?
მე ისე შორს ვარ კაცთა ბედისგან....
ალბათ გარიყულ ხმელ წიფელივით,
"ყველასთან" ყოფნა არც კი მეღირსა.
მე ისე შორს ვარ...შენ კი დამყურებ!...
ქვა- ღორღებს მაყრი მაღალი კლდიდან
ფიქრი სიცოცხლეს გამოვასალმე
და შენზე დარდი აქაც კი მღლიდა.
ჰოდა სიშორეს ამოვეფარე....
აკვანი სულის აქაც ირწევა.....
რა რთული არის ასე შორს ყოფნა
და ამ შორეთის" სახლთან" მიღწევა
მე ისე შორს ვარ, ვერც კი შემამჩნევ!.....
Комментариев нет:
Отправить комментарий