среда, 26 ноября 2014 г.



მე ისევ მიყვარს გარდაცვლილი
ფერების დევნა.
მიწად ქცეული მოგონების
დუმილი მიყვარს!
ჩუმი სამყაროს დაძინებულ
მზერას დავყვები,
სარკმლიდან ვყვები მელოდიებს
რატომღაც დიდხანს.
მე ისევ მიყვარს ერთგულებით
გულგატეხილნი.
ატირებული ტირიფების
ცრემლებიც მიყვარს,
და სევდიანი ქარის 
აღმა- დაღმა ტრიალი,
სულს რომ მიღვიძებს-
დაძინებულს,ჩამომხსნის ნიღაბს.
მიყვარს! მე მიყვარს კვლავ 
ურჩების გადაბირება,
შენი ფარული გრძნობები ხომ
არასდროს მითქვამს?!
და თუ დაცემულ,სულწართმეულ
მწუხრად ვიქეცი
მე ეს სამყარო გვირილებით
სიცოცხლეს მირთავს.
თქვენ ვერ გაიგებთ
ქარიშხალი მე რატომ მიყვარს!...

Комментариев нет:

Отправить комментарий