ქარმა მომაყარა დღეს ლუჯი იები,
სიკვდილი,შავ ცაზე,სირხვილით გაწითლდა.
უშენოდ მოგდებულ მეექვსე წელს ვითვლი,
და ამ დღეს სიცოცხლე არ მიყვარს,არც მინდა!
გაყუჩულ ფიქრებში პოვნა არ გჭირდება.
აქა ხარ!სულ მათბობ,თუმცა დღეს გაწვიმდა....
დედა-შვილებივით, შეყრილან ღრუბლები....
მე კი.... მარტო ვდგავარ და გული გაცივდა.
ქარმა მომაყარა უსუნო იები.
სურნელი შენ გაგყვა, გადაღმა ნაპირთან.
მოდგა ეშმაკი და სიცოცხლე შემაყვარა,
უშენოდ სუნთქვას და სიხარულს დამპირდა.
ახლა, ისე,როგორც - დეკემბერში,
თვალი დაიღალა და უჩინრად ატირდა.
არ მიღირს უშენოდ ამქვეყნად სიარული!
უშენოდ სიცოცხლე მიჭირს და არცც მინდა!
Комментариев нет:
Отправить комментарий