среда, 15 февраля 2012 г.

გადაწყვეტილება



                  ცხოვრებაში უსასრულო სევდას ვიტევთ
                  მომავლისთვის დაგვიდვია თავი მსხვერპლად,
                  სანთელს უფალს დავუნთებთ და...ჩვენთვის ვინთებთ....
                  ეს სიცოცხლე გაგვიხდია ღმერთად, კერპად!

                  ემზადება სული თითქოს მომავლისთვის,
                  მიწურ ქოხში დაუყრიათ ყველა დარდი
                  ზოგჯერ ვფიქრობთ ვიბრძოლოთო ნეტა რისთვის
                   დაგვიხურავს ნაადრევად თავზე ჩადრი.

                  სინათლეში დიდი ხნის წლებს ჩავთვლით განძად,
                  სიბნელეში დადუმებულ სიტყვას ისევ....
                  ანგელოზი ხელს დაგისობს თავზე ნაზად,
                  შეფხიზლდები და განცხრომას იწყებ მყისვე.

                  სასაცილოდ შემოღობეს ბაღჩა, ბაღი,
                  სიცოცხლეს რომ არ გაესწრო ალბათ გაღმა,
                  უფალს თვალი დაეღალა ჩვენი მზერით
                  და ღვთისმშობელს დაუბერტყავს  უკვე კალთა.

                  ცხოვრებაში უსასრულო სევდას ვიტევთ
                  და ოცნებებს ფრთებს შევასხამთ სასაცილოდ,
                  უკვე დროა,ილუზიებს გავემიჯნოთ
                  ეს ცოდვები სამუდამოდ გავაცილოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий