вторник, 15 мая 2012 г.

ცრემლები სულის...



           ცრემლები სულის...                

ნუ იტყვი არას,ეს ასეა!-მეც ასე მჯერა
მოჩვენებითი არ არსებობს ცრემლები თვალზე,
და როგორ ჩნდება რად გაოცებს ასე ძალიან
ან რატომ ტოვებს დაუნდობლად ნაოჭებს კანზე.

შენ გულით ფიქრობ!-გულს არასდროს არ ეტირება,
ყველა კუთხეში იტევს დარდს და ვიღაცის სათქმელს,
მერე დიდდება და უაზროდ გადაგვარდება,
თუ კეთილია,კვდება ადრე....უნთებენ სანთლებს....

ღრეობის მიღმა, სული  რჩება მხოლოდ  უკვდავად.
გონება ცდილობს იშვიათად იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,და გულს შენსას ნუღარ ემდური.

ნიანგის ცრემლი ტკივილია ღმერთის და კაცის,
...მხოლოდ იმ კაცის,ვინც სამყაროს შეცვლას აპირებს....
სასტიკ სხეულში სულს არა აქვს სხვა საზრდო ალბათ
 ცრემლიც იმიტომ  მოსდგომია  თვალის ნაპირებს.

არ მითხრა არა!ეს ასეა! უნდა იწამო....
და გულის ნაცვლად გონებაში დაგრჩეს განცდები,
ცოდვის სიმძიმე,  სულში რომ ვერ გადაიბირე,
წუთისოფელში დაუნდობლად მიტომ მარცხდები.

სინანულია ჰო, გონების ხშირი წამალი,
საზრდო უფრო ღრმად,შიგნით,სულში უნდა დამალო
და როცა უცხო სითხე სულსაც გამოელევა,
მაშინ განიშნებს სხეულიდან მალე წავალო.

ღრეობის მიღმა,ისევ  რჩება ისე  უკვდავად....
გონება ცდილობს იშვიათად,- იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,გიხაროდეს ...გულს ნუ ემდური!

Комментариев нет:

Отправить комментарий