четверг, 17 мая 2012 г.

დედა


         იცი? მწუხარება დღეს რა იოლია?
         ქარები დაძრწიან ყველგან....
         ზეცის კართან დადგომა ყველას უძნელდება,
         მარწუხივით გვექაჩება ხოლმე ბოროტი სული...
         დაკრეფილ ყვავილებში სიცოცხლეს ვეძებთ
         არადა ჩვენვე გავწირეთ მაშინ....
         მწუხარება ყველაზე იოლია თურმე,
         სახეზე ჭრილობების ცქერა და ელდა.
         მარტოსულ ფიქრებს გზა აერიათ ვიცი.
         ჩემთან გაზაფხულის ჩურჩულია მუდამ.
         მერე რა,რომ მზეს ჩრდილი შეჰყვარებია,
         მერე რა,რომ ღამე დაძაბულია,-
         სულს შენი ნახვა სურდა!
         განშორებაა ძნელი,ცრემლების წვიმა
         და ქარში ატეხილი ვარდების ღრიალი,
         მერე დაწყნარებულ გუნებაზე გადაშლილი
         გულის ზეიმი არავის ავიწყდება.
         სინანული კი არის გვიანი.
         სანთლების სურნელი იფრქვევა მინდორში
         ტაძრებს აღარ სტუმრობენ....
         ბალახს და ქვიშას ელამუნება სიწმინდე.
         ქალაქის კუთხეში ჩამომჯდარ წყვილებს
         ხარბად შეჰყურებენ თვალები.
        ალბათ უმადურიც ვყოფილვარ და შენ გიტყდები,
        არ მომიხურო კარები.
         შორს მეგულები და რა მანძილზე არ ვიცი
         სევდა  არც შენ გასვენებდა....
         შენი ტკივილი სხვა იყო დედა და
         სირცხვილით ვკვდები,რომ ვერ დავინახე;
         გაორებულ სამყაროში ხარბად დავრჩი
         და ამ დროშიც გავილახე.
         რამდენი სიტყვები დაგროვდნენ რომ იცოდე
         რამდენი ტკივილი მახრჩობს.
         ჩემი ტკივილი რას მიქვია დე,
         შენი ტირილი მახსენდება,შენი ცრემლები
         ლამაზ სახეზე ...
         და ის,როცა სულ ბოლოს უფალს ახედე.
         რას თხოვდი რომ ვიცოდე,
         ჩემს თავს და სუნთქვას?ვიცი რომ ასეა....
         რატომ არ გისმინა?....მაპატიე
         ტკივილი რას მიქვია ჩემი
         ვხვდები,რომ ღირსი ვარ!
         მაისი დამიდგა ჩემი და შენი
         ჩვენი მაისი დედა,
         გული გამისკდება თუ დღეს არ დაიცდი
         ნახე?ოცნებებში გხედავ.
         მოვიხედე და შენ წასული დამხვდი.
         რომ არ გიყვარდა შორს სიარული?რა, გაფიქრებინა?
         მეორე ნაპირზე დამდგარმა ტკივილმა?
         ნისლების სიუხვემ და ჭექა ქუხილმა?
         იქნებ ჩემმა სიშორემ დედა?!
         ახლა მე აქა ვარ და ვხვდები რას გრძნობდი.....
         რა ადვილია ტკივილთან შეჩვევა...
         მონატრება მკლავს და ნეტა მართლა მოვკვდე...
         უფალმა  იცის სულების შერჩევა
         და შენც აგირჩია!
         დამემუქრე და გავჩნდები წამში ისევ ის ანცი და პატარა
         ბავშვი შენ რომ თავბრუს გხვევდა
         დბრუნება ვიცი აღარ ძალგიძს,მაგრამ
          მაინც გელი დედა!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий