четверг, 24 мая 2012 г.

ოცდამეათედ...






ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

ნუთუ ეს იყო ოცნების ბოლო
ამად მიღირდა ქვეყნად გაჩენა?
როგორ ვიბრზოლო უშენოდ,მარტომ
არ მიღირს ქვეყნად დიდხანს დარჩენა.

ნისლმა შეჭამა ცა და ხმელეთი,
სულის კარებიც ააჭრიალა,
მე განმიახლდა ოცდამეათედ
ყველა დარდი და ყველა იარა.

მძულდა ზამთარი და მისი სუსხი,
ვიცადე მაინც,არ ღირდა მოცდა,
გადაღლილ სახეს მალამოდ დასდევს
გადაკარგული დღეს შენი კოცნა.


ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

1 комментарий:

  1. თამუ ულამაზესი მინდა იყოს შენი ოცდამეთეე, ბედნიერიი ახლის დასაწყისიიი

    ОтветитьУдалить