დრო და ბედისწერა მეგობრები არიან...
ერთხელაც საქმე რომ გამოელიათ,დაჯდნენ და ერთად შეძერწეს სიცარიელე.
ადამინებს თითქოსდა საზრუნავი და საფიქრალი ცოტა ჰქონდათ.-ამითაც დასაჯეს.
თუმცა, ამოუცნობი არსებები, შეეჩვივნენ სიცარიელის არსებობას.ზოგმა სულშიც კი გაამეფა ეს მოულოდნელად შეთითხნილი "არაფერი."
უფალთან თავის მართლება დაიწყო ბედისწერამ:ეს ის წამალია, სიკვდილს,რომ უკან რჩებაო.დრომაც დაუდასტურა: ადამიანებს სჭირდებათ სიცარიელე,ერთმანეთის სიყვარული უკეთ რომ შეძლონო.....
.... რაღაც გქონდა,ვიღაც გყავდა.მერე უცებ დრო მოვიდა,ის რაღაც გაქრა.
ბედისწერამაც არ დააყოვნა და ის ვიღაც წაიყვანა.დარჩა სიცარიელე,რომლის შევსებაც ბევრჯერ გვიცდია სხვადასხვა ხერხებით.სიცარიელე,რომელიც ზოგჯერ ყველაზე დიდი მტერია ადამიანის!!!
იყო და არა იყოს პრინციპი გამეფდა ცხოვრებაში.დროებითობა გვახსენებს თავს ძალიან ხშირად.ამაოების ფენომენი იყო,არის და იქნება მეფე,რომელსაც ხშირად
ვხვდებით სიცოცხლის შუა გზაზე ან ბოლოში მაინც....
უფალმა რა უთხრა დროს და ბედისწერას ასე თვითნებურად რომ შექმნეს არარსებული სასჯელი კაცთა მოდგმისთვის?- ეს უკვე არ ვიცი...
სიცარიელე სიყვარულს ხომ ვერ ქმნის.სიყვარული ყველაზე პირველი დაიბადა
და თუ ის არ არსებობს გონებასა და გულში,სიცარიელეს როგორ შეუძლია შექმნას?
უმეცარი დროისა და უკუღმართი ბედისცერის ხელწერაა სიცარიელე,რომელიც სიყვარულს კი ვერა,მაგრამ ტკივილს კი გვიტოვებს სამუდამოს.მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვისუნთქოთ ამ ტკივილით ღმერთო?!
Комментариев нет:
Отправить комментарий