понедельник, 4 июня 2012 г.

გაზაფხულია!!!

ატმის კვირტები დასკდნენ.- გაზაფხულია.
სახეს ნაოჭი დასდევს.- სინანულია.
ლოთებს არაყი ათბობთ...ო,რა რთულია
იყო მარტო და მიხვდე:-დაკარგულია.


სადღაც ჭაობებს მიღმა,უცხო სულია,
ყველა ლამაზს და მახინჯს ასე უვლია....
იასამნების სუნიც გაფანტულია
უცხო  სითბოთი სულიც  გათანგულია.


ასე ძალიან რომ ძგერს,-ალბათ  გულია.
ხიდი შენამდე მოსვლის გამართულია.
და სიყვარულით მოსვლის მთელი ბუმია.
ატმის კვირტები დასკდნენ.- გაზაფხულია!


ასეთად მინდა დავრჩე.-ნუთუ რთულია?!
უნდო ღიმილი სადღაც,- მიჩქმალულია.
ტირიფებს თავის დახრით ან სად უვლიათ?!
დარაბებს აღებს ქარი-გაზაფხულია.


ზოგჯერ ფაქიზი ნატვრც დამალულია,
ზოგჯერ თავხედი რისხვის მეწამულია,
იქნებ არც ღირდა დაცდა-დაკარგულია....
მაგრამ რა სჭირდათ რტოებს...გაზაფხულია!


იცი? ჩურჩული მიჯობს.გრძნობა ჩუმია!
სახეს ნაოჭი დასდევს?- სინანულია.
ყველა წარსულის ლოდი დამარხულია.
როცა სიცოცხლე მათრობს,-გაზაფხულია!

четверг, 24 мая 2012 г.

ოცდამეათედ...






ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

ნუთუ ეს იყო ოცნების ბოლო
ამად მიღირდა ქვეყნად გაჩენა?
როგორ ვიბრზოლო უშენოდ,მარტომ
არ მიღირს ქვეყნად დიდხანს დარჩენა.

ნისლმა შეჭამა ცა და ხმელეთი,
სულის კარებიც ააჭრიალა,
მე განმიახლდა ოცდამეათედ
ყველა დარდი და ყველა იარა.

მძულდა ზამთარი და მისი სუსხი,
ვიცადე მაინც,არ ღირდა მოცდა,
გადაღლილ სახეს მალამოდ დასდევს
გადაკარგული დღეს შენი კოცნა.


ზამთარი მძულდა.ვებრძოდი ავდარს.
ქარი არ ჩქარობს წასვლას გულიდან,
ოცდამეათედ თოვლი თმებს რჩება,
ვხედავ, მივდივარ გაზაფხულიდან.

четверг, 17 мая 2012 г.

დედა


         იცი? მწუხარება დღეს რა იოლია?
         ქარები დაძრწიან ყველგან....
         ზეცის კართან დადგომა ყველას უძნელდება,
         მარწუხივით გვექაჩება ხოლმე ბოროტი სული...
         დაკრეფილ ყვავილებში სიცოცხლეს ვეძებთ
         არადა ჩვენვე გავწირეთ მაშინ....
         მწუხარება ყველაზე იოლია თურმე,
         სახეზე ჭრილობების ცქერა და ელდა.
         მარტოსულ ფიქრებს გზა აერიათ ვიცი.
         ჩემთან გაზაფხულის ჩურჩულია მუდამ.
         მერე რა,რომ მზეს ჩრდილი შეჰყვარებია,
         მერე რა,რომ ღამე დაძაბულია,-
         სულს შენი ნახვა სურდა!
         განშორებაა ძნელი,ცრემლების წვიმა
         და ქარში ატეხილი ვარდების ღრიალი,
         მერე დაწყნარებულ გუნებაზე გადაშლილი
         გულის ზეიმი არავის ავიწყდება.
         სინანული კი არის გვიანი.
         სანთლების სურნელი იფრქვევა მინდორში
         ტაძრებს აღარ სტუმრობენ....
         ბალახს და ქვიშას ელამუნება სიწმინდე.
         ქალაქის კუთხეში ჩამომჯდარ წყვილებს
         ხარბად შეჰყურებენ თვალები.
        ალბათ უმადურიც ვყოფილვარ და შენ გიტყდები,
        არ მომიხურო კარები.
         შორს მეგულები და რა მანძილზე არ ვიცი
         სევდა  არც შენ გასვენებდა....
         შენი ტკივილი სხვა იყო დედა და
         სირცხვილით ვკვდები,რომ ვერ დავინახე;
         გაორებულ სამყაროში ხარბად დავრჩი
         და ამ დროშიც გავილახე.
         რამდენი სიტყვები დაგროვდნენ რომ იცოდე
         რამდენი ტკივილი მახრჩობს.
         ჩემი ტკივილი რას მიქვია დე,
         შენი ტირილი მახსენდება,შენი ცრემლები
         ლამაზ სახეზე ...
         და ის,როცა სულ ბოლოს უფალს ახედე.
         რას თხოვდი რომ ვიცოდე,
         ჩემს თავს და სუნთქვას?ვიცი რომ ასეა....
         რატომ არ გისმინა?....მაპატიე
         ტკივილი რას მიქვია ჩემი
         ვხვდები,რომ ღირსი ვარ!
         მაისი დამიდგა ჩემი და შენი
         ჩვენი მაისი დედა,
         გული გამისკდება თუ დღეს არ დაიცდი
         ნახე?ოცნებებში გხედავ.
         მოვიხედე და შენ წასული დამხვდი.
         რომ არ გიყვარდა შორს სიარული?რა, გაფიქრებინა?
         მეორე ნაპირზე დამდგარმა ტკივილმა?
         ნისლების სიუხვემ და ჭექა ქუხილმა?
         იქნებ ჩემმა სიშორემ დედა?!
         ახლა მე აქა ვარ და ვხვდები რას გრძნობდი.....
         რა ადვილია ტკივილთან შეჩვევა...
         მონატრება მკლავს და ნეტა მართლა მოვკვდე...
         უფალმა  იცის სულების შერჩევა
         და შენც აგირჩია!
         დამემუქრე და გავჩნდები წამში ისევ ის ანცი და პატარა
         ბავშვი შენ რომ თავბრუს გხვევდა
         დბრუნება ვიცი აღარ ძალგიძს,მაგრამ
          მაინც გელი დედა!!!

среда, 16 мая 2012 г.

(ოცნების და ფიქრის შედეგი)

 ოცნების მიღმა ფიქრია,ფიქრების მთელი ამალა,
ცამ შეიცვალა ფერები,დარჩა ღრუბლებისამარა.
უცებ ჩამოდნა ყინული,სახემ ტკივილი დამალა,
არ შეგეშინდეს იცოდე  აქ დავრჩი ცრემლისამარა.
რომელი ფიქრი სჯობია,ფიქრი ლაღი თუ ჭაღარა?
ალბათ ახალი აჯობებს,ძველმა ეს გული დაღარა.
ოცნების მიღმა ფიქრია,ფიქრებმა შეკრეს კამარა,
მიკვირს ქარების სიდინჯე,ზღვამ სევდა როგორ დამალა?!
სულ არ დავეძებ არაფერს,ოცნებამ რაღაც მახარა,
ამ ფიქრსაც ნაზი სული აქვს მიყვარს!, თუმც დავრჩი ჭაღარა

აღარ ვდარდობ

თიბათვეში დამრჩა შენი სიყვარული.
გულმავიწყი ასე როგორ გავმხდარვარ
ყველაფერი გადაივლის მიჩქმალული,
ბოლოს ალბათ ვერც მივხვდები სადა ვარ.
რა სურნელმა გამაბრუა ასე მწარედ
ვის დავუნთე განთიადზე სანთლები,
შევიცვალე-ჰოდა ახლა გაიხარეთ
..ახალ დროში იმარჯვებენ მართლები....
თიბათვეში დამრჩა შენი სიყვარული,
მაპატიე,გამახსენდა გვიან,
ჰოდა ახლა რაც მოსულა ასე კარგი,
მხოლოდ ძველი მოგონება ჰქვია.
..აღარ ვდარდობ რომ დამირჩი თიბათვეში!...

вторник, 15 мая 2012 г.

ცრემლები სულის...



           ცრემლები სულის...                

ნუ იტყვი არას,ეს ასეა!-მეც ასე მჯერა
მოჩვენებითი არ არსებობს ცრემლები თვალზე,
და როგორ ჩნდება რად გაოცებს ასე ძალიან
ან რატომ ტოვებს დაუნდობლად ნაოჭებს კანზე.

შენ გულით ფიქრობ!-გულს არასდროს არ ეტირება,
ყველა კუთხეში იტევს დარდს და ვიღაცის სათქმელს,
მერე დიდდება და უაზროდ გადაგვარდება,
თუ კეთილია,კვდება ადრე....უნთებენ სანთლებს....

ღრეობის მიღმა, სული  რჩება მხოლოდ  უკვდავად.
გონება ცდილობს იშვიათად იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,და გულს შენსას ნუღარ ემდური.

ნიანგის ცრემლი ტკივილია ღმერთის და კაცის,
...მხოლოდ იმ კაცის,ვინც სამყაროს შეცვლას აპირებს....
სასტიკ სხეულში სულს არა აქვს სხვა საზრდო ალბათ
 ცრემლიც იმიტომ  მოსდგომია  თვალის ნაპირებს.

არ მითხრა არა!ეს ასეა! უნდა იწამო....
და გულის ნაცვლად გონებაში დაგრჩეს განცდები,
ცოდვის სიმძიმე,  სულში რომ ვერ გადაიბირე,
წუთისოფელში დაუნდობლად მიტომ მარცხდები.

სინანულია ჰო, გონების ხშირი წამალი,
საზრდო უფრო ღრმად,შიგნით,სულში უნდა დამალო
და როცა უცხო სითხე სულსაც გამოელევა,
მაშინ განიშნებს სხეულიდან მალე წავალო.

ღრეობის მიღმა,ისევ  რჩება ისე  უკვდავად....
გონება ცდილობს იშვიათად,- იყოს ერთგული,
და თუ შენ ცრემლმა დაგისველა ლამაზი სახე,
სულის ბრალია,გიხაროდეს ...გულს ნუ ემდური!

воскресенье, 8 апреля 2012 г.

(იროს)!!!!!!!!!!!!!!!!

 იცი? ისე ნაზი სუნთქვა გამაგონე,
ისე ლამაზად და ლაღად მოდი,
გულზე ამაცილე ყველა ტკივილი და
უცებ გადასწიე დიდი ლოდი.
იქნებ ეს სილაღეც დროში ჩაეტია,
მაგრამ რომ იცოდე წლებად მიღირს.
შენი ერთი სიტყვაც წამალია,
მოდის სიყვარული და არ მიდის.
ჩემი სიცოცხლე ხარ!!!!
ისეთი ლამაზი,ისეთი სათნო და  ერთგული!
..უდროო ცხოვრებაში  დავიკარგე....
შენთვის კი ბაგუნობს  ეს გული!
იცი?-აღარ მახსოვს როდის გაგიცანი,
არც მინდა შევზღუდო წამები.
მე ემოცია ვარ უცებ გაჩენილი....
შენი სიყვარულის მახეში გავები.



P.S.


სიყვარულის ახსნასავით ხომ არ გამომივიდა?:)მაპატიე.
უზომოდ მიყვარხარ!!!!!!!!!!