რა სურდა გულს
ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე ისე დავხატე
მთელი სიცოცხლე მოლოდინის მქონდა იმედი.
სასოწარკვეთამ სიყვარული დატოვა ქვაზე,
და ტრაგედია დატრიალდა დღეს უმძიმესი
ფარული ზრახვა,ლტოლვა გულის ქარმა წაიღო
და სასთუმალთან დამიტოვა ულევი სევდა,
ატირებული განთიადი სახეს მიჭრელებს,
არა სჩანს ჩემი მომავალი და აღარც დედა!
ისე ჩაჩრდილეს თეთრ ღაწვებზე ჩემი ღიმილი,
ნაირევად ამჩნევია ტკივილი თვალებს,
მესმის
დღეს სხვისი ხმამაღალი მოთქმა, ტირილი
და წარსულიც კი ,ჩემს მომავალს,-დღეს ასამარებს.
ფიქრების მიღმა,სულის სამოთხე როგორ დავხატე
ეს ტანჯვა მძულს.....
დღესაც არ ვიცი რას ველოდი და
რა სურდა გულს....
Комментариев нет:
Отправить комментарий