რა
შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი,
მალე
ეს წყალი გადაძირავს გადამქრალ თვალებს.
არ
შემაშველე ავად გამხდარს არასდროს ხელი
და
სიყვარულიც ჩემთან ერთად სუნთქვას ამთავრებს.
გადამიარა შენს ლოდინში ძლიერმა ტალღამ
გამომაცალა ძალი უცებ ზღვის ქაფმა თეთრმა,
და დამატარებს იმ დროიდან აღმა და დაღმა....
როგორ ვიბრძოლო ძლიერებთან მე მარტო ერთმა?!
სადაც
არ იყავ იქ დაგიწყე ძებნა სულელმა
სადაც
არ სჩანდი დამეგულე მაინც რატომღაც
მერე
დავიწყე ისევ ჩემი გამომდურება,
გაბრუებულმა
შენი გრძნობით ისევ მარტოკამ!
და ახლა ხედავ სად მოვედი მე სისულელით?
ხედავ როგორი ხვედრი გახდა ჩემი სასჯელი?
ჰო, მომისროლეთ ყველამ თქვენი ძლიერი ხელით....
ისღაღა დაგრჩათ არ ჩააქროთ ჩემი სანთელი!
..................................................................
რა
შორი არის შუა ზღვიდან ნაპირი ძველი
ფუჭად
ეს მზერა უკანასკნელ ტკივილით გელის
მომსრე,დაშანთე
გული ჩემი ძლიერი ხელით
აქვე
მთავრდება ეს სიცოცხლეც ჩემიც და შენიც.

Комментариев нет:
Отправить комментарий