აივსო
თმენით სიცოცხლე ჩემი
აივსო
სულ მთლად ჩემი ფიალა,
სიკვდილმა
ჯანღი ჩამაცვა ძველი
და ბაირაღი ააფრიალა.
ბასრია
მისი მახვილის წვერი ......
უკვე
ათასი გზები იარა....
მოვიდა
ჩემთან, დამესხა რეტი,
ლამაზი
სული გაატიალა.
მზემ
სთხოვა კრძალვით დათმობა ჩემი,
მაგრამ
თვალები დააბრიალა,
მერე
ატირდა ნიანგის ცრემლით
და
ყველა ირგვლივ ააღრიალა.
უფალს
გაუჩნდა მის მიმართ რისხვა,
მახვილით
მოსდგა დააფრთხიანა,
მაინც
მოდგა და მაინც შემრისხა
ლამაზი
სული გაატიალა.
უკვე
ამევსო თმენით სიცოცხლე
უკვე
მომწყინდა ჩემი ფიალა,
სიკვდილმა
ჯანღი ჩამაცვა ძველი
და
ბაირაღი ააფრიალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий