ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
ილუზიებით დამფრთხალი ვოცდები
როდესაც განთიადს უკეტავ დარაბებს
შენც დაიღალე,რატომღაც შეშინდი
მიყურებ თვალებში და მესვრი ქარაგმებს.
იცი? რა ცუდია სამყაროს უცქირო
უაზრო ფიქრებით შენიღბო წუთები?-
როდესაც იფხიზლებ სინანულს აწყდები
უფერო სივრცეში რომ უკან ბრუნდები.
ათასი სხვა ბევრი ნიღბების ტარებამ,
სული შეგიხუთა და გული გალია,
თურმე თავდაყირა სიცოცხლის დადგომა
პატარა,თავნება ოცნების ბრალია.
ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
ილუზიებით დამფრთხალი ვოცდები
როდესაც განთიადს უკეტავ დარაბებს
შენც დაიღალე,რატომღაც შეშინდი
მიყურებ თვალებში და მესვრი ქარაგმებს.
იცი? რა ცუდია სამყაროს უცქირო
უაზრო ფიქრებით შენიღბო წუთები?-
როდესაც იფხიზლებ სინანულს აწყდები
უფერო სივრცეში რომ უკან ბრუნდები.
ათასი სხვა ბევრი ნიღბების ტარებამ,
სული შეგიხუთა და გული გალია,
თურმე თავდაყირა სიცოცხლის დადგომა
პატარა,თავნება ოცნების ბრალია.
ისეთი პატარა ოცნება შემომრჩა
ღმერთსაც ეცინება უბრალო ფიქრებზე,
და როცა პატარა ოცნებაც არ ხდება
მე როგორ ვიფიქრებ სხვა უფრო დიდებზე?!
,,პატარა,თავნება ოცნების ბრალია"
ОтветитьУдалитьთამუუ ოცნებები ჩვენს ცხოვრებას ალამაზეებს
ლამაზი ლექსიაა :*