суббота, 8 декабря 2012 г.

..............................

ამ ქვეყნად მოსვლა,იმად მიღირდა,
რომ შენი ტუჩის გამეგო გემო.
საცოდავია ყველა დაღლილი,
ვინც გაგიმეტა ძვირფასო ჩემო.
ამ ქვეყნად მოსვლა იმად მიღირდა...
ჩემთვის არ იყო "თავო და თავო"....
და თუ ოდესმე ძლიერ მიჭირდა,
ისევ ცოდვილი ფიქრების გამო.
ამ ქვეყნად მოსვლას როგორ ვინანებ,
თუნდ ჯოჯოხეთურ გზებზე ვიარო.
ათასს მავანში ამოვარჩიე......
რამ შეგრყვნა ასე ადამიანო?!

вторник, 4 декабря 2012 г.

მე ასე მეგონა (ვუძღვნი ჩემს ჳითომ მეგობრებს)


  დადგა დრო,როცა ყველაზე კარგად ჩავწვდი ,ოდესღაც ნათქვამ მამაჩემის სიტყვებს:"შვილო,ვინც გიღიმის ყველა შენი მეგობარი ნუ გგონია"-ო.მაშინ ძალიან
განვიცდიდი ამას.როგორ მტკენდნენ გულს მამის ეს სიტყვები....თუმცა ახლა,რეალობა უფრო ტკივილიანი ყოფილა.
    ყოველთვის,ურთიერთობებით მდიდარს, მეგონა რომ მუდამ ასე ვიქნებოდი.მეგონა ყველა ახლოს იდგა.იდგა მთელი სულით და არა მარტო გულით.ასე მეგონა......

       პირველი იმედგაცრუება, შორს წასულმა განვიცადე.მაშინ,როცა მარტო გადავწყვიტე 
გამეგრძელებინა გზა,რომელიც მომავლამდე გადიოდა.თუმცა არ ვიცოდი როგორ გავივლიდი ამ გზას,მაინც უშიშრად დავადექი.დავადექი ისევ მეგობრის იმედით. ახალი გარემო და ახალი ურთიერთობები ნაკლებად მხიბლავდა.მე ვეკედლებოდი ისევ ძველს,ლამაზს,ნაცნობსდა საყვარელს.
მეგონა მასაც უხაროდა ჩემთან ახლო დგომა. 
მეგონა.....
 
 
მერე ბევრი რამ შეიცვალა.ბევრი დროც გავიდა.ბევრჯერ განვიცადე და ბევრჯერ განვაცდევინე ალბათ სხვებსაც იმედგაცრუება.მაგრამ რეალობა ასეთი იყო.
 სიმარტოვე არ შემეძლო.არსებობენ ადამიანები,რომლებიც ოცნებობენ მარტო ყოფნაზე,სიჩუმეზე,სიცარიელეზეც ალბათ...მე კი... მე მეშინოდა ამ ყველაფრის მუდამ.მინდოდა  ძალიან ბევრი ადამიანი მყოლოდა გარშემო.ბევრი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.ჰოდა შემოვიკრიბე მთელი ზღვა.ყველასთან ვიყავი და გამოვიდა,რომ არავისთან ვყოფილვარ... 
ისევ მეგონა.......

მე არ ვარ ღმერთი! არც სისპეტაკე ვარ მისი,არც ნათელი სხივი და არც უცოდველი სანთელი.მე მხოლოდ მე ვარ.რიგითი ადამიანი ჩემი ცოდვებით და ჩემი დადებითით(თუ მაქვს დადებითი).არც  ანგელოზი ვარ ფრთებით რომ დავფარო ყველა ბოროტება,რომ უფალს შევავედრო მავანთა სულები.
მე ,მხოლოდ მე ვარ.იქნებ არც მე ვარ?! ...
ასე მეგონა.......

 გახსოვს? სიცივეში ბევრჯერ მოვფერებივარ შენს ფეხებს.არავინ მიმაჩნდა მაშინ შენზე ახლობელი.რომ გეძინა და წუთებს ვითვლიდი გათენებამდე.
 არც ეს გემახსოვრება.შენ რომ თვალს გაახელდი, განთიადზე და კარგად სუნთქვას დაიწყებდი,მე,მერე ვიძინებდი.-ვიცი არ გახსოვს.არც მიფიქრია,რომ ამ ყველაფერს დამახსოვრება სჭირდებოდა.მე ჩუმად,ჩემთვის მიყვარდი. ...
.ისევ მეგონა......

მერე მე წავედი! წავედი შენგან შორს და ისე წავედი,რომ დღემდე,უკან დაბრუნების სურვილიც კი არ გამჩენია.არც შენი ნახვის.არც შენი სიყვარულის.არც მოგონებებს ვახსენებინებ თავს.ეს,.ისე, უბრალოდ,ჩემთვის.....

ახალი ცხოვრების დაწყება ადვილია ძალიან.ახალ მეგობრებსაც პოულობ.მარტო არა ხარ! აღარ გეშინია.
მერე იმ ახალ მეგობრებს ვუამბობდი  შენზე და ახლა რომ ვუკვირდები,არ იყო ეს მანდამაინც ლამაზი და კარგი ჩემგან.-გულში დაიტიეო, შენთვის იფიქრეო ხომ მეუბნებოდა დედა??? მე კი ჩემი გავლილი დროის დანახვით მოვინდომე ახალი მეგობრების სიყვარული.ეს იმიტომ კი არა, მე  მგონია, რომ ძალიან კარგი ვარ,ალბათ იმიტომ ,რომ ძალიან არ მინდოდა იგივე ტკივილი თუნდაც კიდევ ერთხელ განმეცადა.მე ასე ვფიქრობდი
.მე ასე მეგონა........

რა უმეცარია ადამიანი.რამდენ რამესთან უძლური და სასაცილო.ყველაფერი იცის ჰგონია.ყველაფერს ეპოტინება და წვდება საბოლოო ჯამში კი არაფერი არა აქვს.რა უსუსურია მოდგმა ევასი......
რა სასაცილო ვარ მეც.....

პატარა ბავშვივით აღრენილ განწყობაზე ვარ ახლა.ისეთ განწყობაზე,როცა არაფერი არ მინდა,როცა ვტირი და ტირილის მიზეზს ვერ ხვდებიან.(არცაა საჭირო,ვერც მიხვდებიან)
იცი რა მატირებს? შენ რომ თვალისდაუხამხამებლად დაივიწყე ყველაფერი.შენ რომ მარტო ძილიც  შეგიძლია უკვე და რომ მე შენთვის საჭირო აღარა ვარ თურმე. არც გიკითხავს მიზეზი ტირილისა.ალბათ მიჩვეულიცა ხარ....
....შენს სახელს ისე ვუფრთხილდებოდი,ისე მიყვარდა,ისე ვუვლიდი....
.მე ასე მეგონა......

ნაძალადევი ურთიერთობები მომწყინდა.მე ისე მინდა ვიყო,როგორც შენ ჩემთვის იყავი.შენც და სხვებიც.....რომ გათენებიდან დაღამებამდე მქონდეს იმედი იმისა,რომ არსებობ ჩემთვის ყოველ წამს.მე,კიდევ შენთვის!

რომ მყვარებოდი ალბათ გაპატიებდი....ალბათ ისევ "მეგონა" და არ მიყვარდი?იცი მეგობარი რა იყო ჩემთვის? იცი ვისთვის იყო ყველაზე ფართო კარი, ჩემი გულისა ღიად? მხოლოდ შენთვის ჩემო მეგობარო.მხოლოდ შენთვის!

ახლა? ახლა აღარა ხარ! ვერ გაპატიებ!ვერ შეგახსენებ ჩემს თავს რაღაცის გამო.
 უბრალოდ არ მიღირს!
თავს ისევ  "მე, ასე მეგონა"- თი დავიმშვიდებ და  შენც მასავით წარსულში გაგიხსენებ.

..... რა უცნაურია ადამიანის ბუნება არა?უკვე გაგიმეტე.გაგიმეტე დასავიწყებლად ჩემო 
ვაი მეგობარო.გავიმეტე უდიდესი სიყვარული შენდამი და სინანულის გრძნობაც კი არ გადამირჩა......იქნებ არც ღირდა ერთი ხელისმოსმით ყველაფრის გაწირვა,მაგრამ მე სხვაგვარად არ შემძლებია.მე უბრალოდ მე ვარ ისეთი,რომელიც არასოდეს იცვლება.

გართობის,დროის და ფულის მეგობრების დრო დამდგარა თურმე!!!!!!!

пятница, 9 ноября 2012 г.

ცილისწამება

მომპარე, წაიღე,- ყველაზე ძვირფასი,
ყველაზე სათუთი, მე, რაც კი გამაჩნდა.
სველ,ბინძურ მიწაზე ოცნება დავაგდე,
ტალახის  ყვითელი,აქ,სულსაც დააჩნდა.
 მომბეზრდა ყვირილი,მოთქმა და ჩივილი
ან სხვების დაცვა და ან თავის მართლება,
არის დასასრული? მე უნდა ვიცოდე....
გონება რატომ მსჯის,რატომ არ ნათდება.
ვიბოდიალე აღმა და დაღმა,
ჩემი ნაცელი,დარდის ფიქრებით.
რომც დამეკითხოთ ვერ ვიტყვი რატომ....
მეც და ფიქრებიც გავირინდებით.
ეს მიტომ არა,რომ შიში გვიპყრობს,
ისევ შენიდან გადაბირების,
უბრალოდ ტკივა სხვა ვიღაც მავანს
შენზე მეტად, დღე,ხვალ დატირების.
მომპარე!-შენი ბრალია თურმე...
რა ადვილია შენ დაგაბრალო....
მოდი,დამინდე ამ ერთხელ მართალს,
ცილისწამება რომ დავამთავრო.

суббота, 13 октября 2012 г.

(ადამიანის მონაპოვარი)

დრო გაილია რატომღაც კმარამ,
 თავის ფასება ისწავლა მწუხრში.
ამ ყველაფერის შენება მორჩა
ყველაფერს ბოლო მოეღო წუთში.

რა უბადლოა ამ ქვეყნის ყველა,
ხელოვნურ ფერთა გრძნობა,სამყარო,
ერთი შეხედვით არც ღირდა ბრძოლად...
გინდა რომ სევდა დღეებს გაჰყარო.

არ ვიცით ალბათ, აღქმა მშვენების.
ვინ მოგვცა ნიჭი ჭეშმარიტ ფიქრის...
იბადები და ცხოვრება გიყვარს,
იტანჯები და სიკვდილი გიჭირს.

რამ შეგაყვარა ადამიანო!- ამ
 ცოდვილიან მიწაზე დგომა?!
რამ გაგაოცა,როცა შენიშნე
ახლადამოსულ ყვავილთა კვდომა?!

კვლავ უმეცრებამ,ურწმუნოებამ!
მოდგმის დარგულმა  ეკალმა გავნო....
დგახარ შეშლილი,გაფითრებული
დგახარ და შიშით რაღაცას დარდობ.

თვალუწვდენელი დედამიწის გულს,
არ ეყო ძალა ჭეშმარიტ ფიქრის.
დგახარ სიცოცხლის მახინჯ ბილიკზე,
იტანჯები და სიკვდილიც გიჭირს.


დრო გაილია რატომღაც კმარამ,
 თავის ფასება ისწავლა მწუხრში.
ამ ყველაფერის შენება მორჩა
ყველაფერს ბოლო მოეღო წუთში.

вторник, 9 октября 2012 г.

"თითქოს"

მომწყინდა სიცოცხლის ყველა სილამაზე,
თითქოს გარდაცვლილ ფერებს დავეძებ,
აღარ შემრჩენია ძველი სიმამაცე
და ამ ყველაფერს მინდა გავექცე.

რა უცებ ითქმის ეს სიტყვა,-თითქოს!
რა ადვილია ხელის ჩაქნევა....
ცხოვრების სითბო, მაინც რომ გიხმობს,
რომ გამოღმა გსურს მაინც დარჩენა.

გადაწურული ყველა იმედის, ბოლოში
რჩება რწმენა ხვალისა,
მე მიყვარს სიტყვა "თითქოს" და ვრჩები!...
ხვალის იმედმაც გამახალისა.

მოჩვენებითი გრძნობები მძულდა,
მაინც გადავრჩი....რა ძლიერი ვარ.....
ხანდახან თუკი იმედს გავწირავ,
"თითქოს" ვაბრალებ......ბედნიერი ვარ!!!

суббота, 29 сентября 2012 г.

მხოლოდ ერთხელ მოდი...


უნდა მოვიწყინო შენი სიყვარულით,
უნდა ცრემლიანმა, ვეღარ გავიხარო.
სულ არ მითხოვია თავის შეცოდება,
არ მინდა მოხვიდე და თავი დამიხარო.

მე არ მითხოვია ჩემი დატირებაც...
უნდა დღეებიც კი ჩქარა დავითვალო,
მაინც უშენობის სევდა მქვია და
მოდი!-იქნებ სუნთქვაც დამიმთავრო.

მელანქოლიების უხვი შეძახილით,
ჩუმი ჩქამებით ვთქვი იქნებ დავიღალო?
სასაცილოც კი ვარ,იქნებ?- არც კი ვიცი.....
უნდოდ მომახალე ო რა ავი ხარო!

მოსაბეზრებელი გამხდარა სამყარო,
ისევ გეხვეწები გზები გამიკვალო,
პატარა სიყვარულს ვერაფერს ვუშველი,
ცოდვის ბუნაგიდან იქნებ გამიყვანო?!

რა ციცქნა ფიქრია სულის სამოთხიდან...
არ მიყვარს წარსულის ფერები დავითვალო,
როგორ მედიდური მოდი...არ მადარდებს,
არ მინდა სხვებივით თავი დამიხარო!

დღეს მე მოვიწყინე შენი მონატრებით,
იქნებ ხვალაც ბევრი ვეღარ გავიხარო,
მაინც მირჩევნია ღვთიურ  სიყვარულის
ლამაზი დღეები  ერთად დავითვალოთ.

იცი? -რა მწირეა ყველა ეს სიტყვები?
ჩემი სულის მწუხრი,დარდი  დიდი ხარო...
მე ხომ უშენობის სევდა მქვია და,
მხოლოდ ერთხელ მოდი, სუნთქვა დამიმთავრო.




понедельник, 24 сентября 2012 г.

შენ!- რომ........

შენ რომ გამხელილი გერქვა სიმარტოვე
შენ რომ ოღრო- ჩოღრო გზებზე არც გივლია,
შენ რომ ადექი და მიმატოვე
იმ დღიდან წუთებიც დამითვლია.

შენ რომ იძახოდი იმ კუთხის ბოლოში,
რომ ვერ გააგონე კაცთაგანს ვინმეს,
რომ დაჩიავდი და პატარა გული
დაჩაგრე,მოსრე,სულიც კი ივნე.

შენ რომ გარეწარი ფიქრები გტანჯავდნენ
მაშინ ამოსულა ჩუმად მთვარე ცაზე,
ახლა მოსდგომია ჩემს ფანჯარას და 
მაფიქრებს შენსავით ცოცხალზეც,მკვდარზეც.

შენი გაზაფხული უფრო თბილი იყო.
ზამთარსაც დავუგე წითელი ხალიჩა.
მაინც გამხელილი გერქვა სიმარტოვე,
რადგან მომავალმა ოცნებაც  წამგლიჯა.